კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართალდამცავის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალის გადამეტების ფაქტს ეხმაურება

22 ოქტომბერი, 2019
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გააკეთოს განმარტება 20 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში  გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც ნათლად იკვეთება არასრულწლოვანზე პოლიციის თანამშრომლის მიერ   სავარაუდო ძალის  გადამეტების ფაქტი. 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, აკრძალულია  ძალის გამოყენება არასრულწლოვნის დაკავებისას, გარდა იმ შეთხვევებისა, როდესაც არასრულწლოვნის დასაკავებლად მის მიერ თვითდაზიანების ან/და სხვებისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, ყველა სხვა საშუალება  გამოყენებულია, მაგრამ - უშედეგოდ. აღნიშნულ ვიდეო მასალაში არ იკვეთება რომ ძალის გამოყენებამდე გამოყენებული იყო ყველა სხვა საშუალება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განმარტოს: კანონის შესაბამისად მოქმედებდა თუ არა პოლიციელი, იყო თუ არა აუცილებელი ძალისმიერი მეთოდის გამოყენება და რატომ.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ბავშვის მიმართ გამოყენებული ძალისმიერი მეთოდი დამამცირებელი და ღირსებისშემლახავი იყო. ბავშვის დაკავებისას სამართალდამცავმა უნდა იხელმძღვანელოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები