კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა აქციით გააპროტესტეს

25 ოქტომბერი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ატოცში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, დაახლოებით, ერთი წლის წინ დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე ლითონის ღობეების მონტაჟი 19 ოქტომბერს განაახლეს. პროცესს ადგილზე აკვირდებოდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელები, რომლებიც ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციას გეგმავდნენ, თუმცა აქცია არ შედგა. აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს  ატოცამდე მისვლის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

,,საოკუპაციო ძალებმა, რამდენიმე თვის წინ, დაიწყეს ტერიტორიის მონიშვნა, საინტერესოა, რა გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ჩვენ, დღეს, ამ სიტუაციამდე არ მივსვულიყავით", - ეს განცხადება ანა დოლიძემ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქშაქეთან გააკეთა. 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ ერთი წლის წინ დაბეტონებულ ბოძებზე ლითონის ღობეების დამონტაჟების პროცესს თვალს  ადევნებდნენ  ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები. მათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ პოლიციის თანამშრომლები.

,,თქვენ მისცემთ საშუალებას, რომ ბოლომდე შემოღობონ და ეს იქნება თქვენი პრობლემის გადაწყვეტა, პოლიცია გადაიქცა რუსეთის დაცვის პოლიციად", - ასე მიმართა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელმა, დავით ქაცარავამ ქართველ სამართალდამცველებს.

19 ოქტომბერს, იმ დროს, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი უკანონო ბორდერიზაციას აწარმოებდა ატოცში, მთავრობის მეთაური გიორგი გახარია შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდა. გორში პრემიერ-მინისტრი დაგეგმილ დღის წესრიგს მიჰყვებოდა: ჯერ შეხვდა პედაგოგებს, შემდეგ მედიკოსებს, შეხვედრა გააგრძელა სპორტსმენებთან და რეგიონში ვიზიტი ფერმერებთან შეხვედრით დაასრულდა. მთავრობის მეთაურს დღის წესრიგისთვის არ გადაუხვევია და, შესაბამისად, არც ატოცში ჩავიდა. გიორგი გახარიამ ატოცში მიმდინარე ოკუპაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის შემდეგ გაამახვილა ყურდღება.

​,,ატოცში რაც ხდება, ამაზე ჩვენ უკვე გამოვთქვით აზრი და ვადასტურებთ, რომ ეს არის მიუღებელი. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის საკუთარ მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა იყოს დაცული. მეც ხომ აქ ვარ, გორში ვარ, სულ ახლოს საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ვსაუბრობთ სულ სხვა თემებზე, უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების აღდგენის მომავალი არის სწორედ ასეთ ხალხთან მუშაობა და შრომა. განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგვაბრუნებინოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა",  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოკუპაციის შესაჩერებლად ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების არათუ ქმედებას, არამედ მცდელობასაც ვერ ხედავს. ,,სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენლის, მედეა აბაშიძის განცხადებით, ხელისუფლება შეეგუა ოკუპაციას და საკუთარი უმოქმედობით მოსახლეობასაც აჩვევს.

,,რომ არა ჟურნალისტების კითხვა, პრემიერ-მინისტრი რეგიონში ვიზიტს ისე დაასრულებდა, რომ ოკუპაციის თემას არ ახსენებდა, მით უფრო რომ მცოცავი ოკუპაცია შიდა ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან. პრემიერის შიდა ქართლის რეგიონში ვიზიტის დროს ყველაზე ცხელი თემა მაინც ატოცი იყო, სადაც ოკუპაციის პროცესი იმ დროს მიდიოდა, რა დროსაც მთავრობის მეთაური მშვიდ ვითარებაში აგრძელებდა შეხვედრებს გორში. გახარიას უნდა შეეწყვიტა შეხვედრები და ასულიყო ატოცში,  ამით ადგილობრივ მცხოვრებლების, საკუთარი მოქალაქეების მიმართ გამოხატავდა სოლიდარობას და ამ ნაბიჯით იტყოდა მთავარს, რომ ხელისუფლებისათვის მეათე ხარისხოვანი არ არის ოკუპაციის თემა", - აცხადებს ,,სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენელი მედეა აბაშიძე.

არათუ 19 ოქტომბერს, არამედ არც 20, 21 და 22 ოქტომბერს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ჩასულა ატოცში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ატოცში განვითარებულ მოვლენებს თბილისიდან გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, სახელმწიფო კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს როგორც ატოცს, ისე გამყოფ ხაზთან მდებარე სხვა სოფელს, რომელიც არის მავთულხლართებით დასერილი და გახლეჩილი, თუმცა ციხელაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციებს არ აჰყვება.

,,მუდმივი პროვოკაციები და ასეთი ეპიზოდები გათვლილია იმაზე, რომ დაძაბულობა შექმნას. თითოეულ ასეთ ეპიზოდზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება და დეესკალაცია, რაც იყო პირველი რეაქცია და მთავრი ამოცანა. ამის პარალელურად ჩვენ არ უნდა შევაფერხოთ ჩვენი განვითარების კურსი და არცერთი წუთით არ გადავუხვიოთ დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური გაძლიერების კურსიდან. საქართველო არ არის ნეიტრალურ გარემოში და არ გვიწევს ჩვეულებრივ გარემოში ქვეყნის განვითარება და ამბიციური რეფორმების გატარება, ჩვენ სამწუხაროდ ოკუპაციის ფონზე გვიწევს ეს ყველაფერი და სწორედ ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ის მოსახლეობა, რომელიც ამით ზარალდება. მოსახლეობას სახელმწიფო აქცევს ყურადღებას და კიდევ უფრო მეტ ყურდღებას მიაქცევს როგორც ატოცს, ისე ნებისმიერ სოფელს, რომელიც არის მავთულხლართებით გახლეჩილი და დასერილი. ამ ხალხს გავაძლიერებთ. ქვეყნის განვითარებით და პროგრესით გავცემთ პასუხს ოკუპაციას”, - აცხადებს ციხელაშვილი.

20 ოქტომბერს, სოფელ ატოცში მედიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვა მოიხსნა, ჟურნალისტებს ატოცის მიმდებარე ტერიტორია საოკუპაციო მწვანე ღობეებით შემოსაზღვრული დახვდათ. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ისინი თავს დაუცველად გრძნობენ.

ახალი ამბები