კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

10 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელების მიერ მედიაში გავრცელებული მუქარის შესახებ

6 ნოემბერი, 2019
 
„ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისი მოძრაობა ლგბტი თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავს. "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი კი აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს.

განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფიზიკური ძალადობა და მათი საკუთრების დაზიანება არის ის მეთოდი, რომელიც „ქართულ მარშს“ და სხვა ძალადობრივ ჯგუფებს წარსულშიც გამოუყენებიათ. შესაბამისად, მათი მუქარის გამო რეალური საფრთხე ექმნებათ იმ პირებს, რომლებსაც განზრახული აქვთ, 8 ნოემბერს ფილმის პრემიერას დაესწრონ.

ის გარემოება, რომ ხელისუფლება, ძალადობრივი ჯგუფების მუქარის საპასუხოდ, არ აკეთებს განსხვავებულის მიმართ შემწყნარებლურ განცხადებებს. მათი პოლიტიკური რიტორიკა და გზავნილები დაუცველი ჯგუფების მიმართ უმეტესწილად ორაზროვანია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის ცნებებს. ხელისუფლება არათუ რიტორიკის დონეზე არ ეწინააღმდეგება მსგავსი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეებს, არამედ ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებით, ხელს უწყობს მათ ძალადობრივ ქმედებებს.

ცალკე უნდა აღინიშნოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ორივე დაპირისპირებული ჯგუფის ნეგატიური როლი. წლებია ისინი ძალაუფლების განმტკიცებისა თუ მისი მოპოვების მიზნით, ახდენენ ლგბტი თემის ინსტრუმენტალიზაციას და მისგან მტრის ხატს ქმნიან. ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი ქმედებების ხელშეწყობად შეიძლება შეფასდეს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაკეთებული განცხადება. ჯაღმაიძე საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას ქართული ფასეულობების დაკნინების მცდელობად აფასებს.

ზემოთ აღნიშნული ჯგუფების მხრიდან ლგბტი თემის მიმართ მტრული დამოკიდებულების გათვალისწინებით, ,,კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

2019 წლის 8 ნოემბრამდე გაატაროს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები ძალადობის რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად;
მოახდინოს სათანადო რაოდენობის საპოლიციო ძალის მობილიზება შესაბამისი კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალადობის თუ სხვისი საკუთრების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, რაც რეალურია ძალადობრივი ჯგუფების მუქარისა და მათი წარსული საქმიანობის გათვალისწინებით.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს:

გააკეთონ ტოლერანტობის მხარდამჭერი არაორაზროვანი განცხადებები, ასევე წინასწარ გააფრთხილონ პოტენციური კანონდამრღვევები მოსალოდნელი პასუხისმგელობის თაობაზე.


განცხადებას ხელს აწერენ „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები:

- ღია საზოგადოების ფონდი
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი 
- ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” 
- საფარი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი 
- ადამიანის უფლებათა ცენტრი 
 

ახალი ამბები