05:46, Monday, 13.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმიანება

06.12.2019

2019 წლის ივნისში დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შესახებ რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც  სასამართლოში არსებული კრიზისული ვითარების შეფასებას და მისი ნეგატიური შედეგების დაძლევის მიზნით ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.  რეზოლუციის პროექტმა დადგენილების ფორმა მიიღო და ინიცირებული იქნა დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფის მიერ 2019 წლის სექტემბერში.

2019 წლის 5 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა დადგენილების პროექტს თუმცა  მას მხოლოდ კომიტეტის ერთმა წევრმა - ეკა ბესელიამ დაუჭირა მხარი.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც  უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრებების დროს, თავად კომიტეტის წევრები აქტიურად ინტერესდებოდნენ წარსულსა თუ აწმყოში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული პრობლემებით, მიმდინარე სხდომაზე კომიტეტმა არ იმსჯელა თავად დოკუმენტის შინაარსზე, არ გამოუთქვამს პოზიციები, არ ჰქონია კითხვები მომხსენებელ წევრთან. განმარტებები გაკეთდა მხოლოდ თავმჯდომარის ბატონი ანრი ოხანაშვილის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ დადგენილება ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რომ ავტორებს არ აქვთ სამართლებრივი არგუმენტები და რომ მას მხარს არ უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციათა ფართო სპექტრი, რის გამოც ის არ უნდა იყოს მიღებული.  

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდებაში და სასამართლოში სისტემაში არსებობს მმართველობითი, მორალური და საკადრო კრიზისი, რომლის დაძლევაც სათანადო შესწავლის და შეფასების გარეშე შეუძლებელია.  ჩვენ იმედი გვაქვს რომ დადგენილების პროექტი არსებითად იქნება განხილული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ის მოიპოვებს სათანადო მხარდაჭერას. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი გამოხატავს მზაობას გააგრძელოს დისკუსია აღნიშნულ თემაზე დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

დადგენილების პროექტების ავტორები არიან: კახა წიქარიშვილი, კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, ბესიკ სისვაძე, უჩა ნანუაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, სოსო ბარათაშვილი, ლია მუხაშავრია, ირაკლი კორძახია, ბესიკ ლოლაძე, ირაკლი კუპრაძე, ლევან თოთლაძე, ლაშა არველაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი გაბრიჩიძე და თამარ გეგელია.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC