კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი 23 წლისაა!

10 დეკემბერი, 2019
 
1996 წლის 10 დეკემბერს დაარსებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი დღეს 23 წლის გახდა. 23 წელია, რაც ორგანიზაცია კვალდაკვალ რეაგირებს ქვეყანაში არსებულ მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია, ერთი მხრივ, ახდენს უფლებადარღვევათა დოკუმენტირებას, რაზეც ინფორმაცია თავს იყრის შემაჯამებელ ყოველწლიურ ანგარიშებში, მეორე მხრივ კი, უფასო იურიდიული დახმარების გზით, იცავს კონკრეტულ ადამიანებს, რომელთა უფლებები დაირღვა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. 

რამდენიმე წელია, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გააძლიერა სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულება. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების, რელიგიური/ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას და ცნობიერების ამაღლებას. უფასო იურიდიულ დახმარებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებენ, როგორც თბილისის, ასევე შიდა ქართლისა (გორი) და  კახეთისა (გურჯაანი )ოფისების იურისტები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმარება ომით დაზარალებულ მოქალაქეებს და ამავე დროს, აწარმოებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მონიტორინგს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი არის კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წევრი, რაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, სხვა ორგანიზაციებთან კოორდინირებით დააკვირდეს მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან - ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან, კოალიციებთან და ქსელებთან, როგორიცაა: ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH), კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, ადამიანის უფლებათა სახლების ქსელი და სხვა.  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად ახორციელებს ადვოკატირებას ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობა მხარდაჭერილია სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ. დონორების მზარდი ნდობა გვიტოვებს იმედს, რომ ორგანიზაცია კიდევ უფრო განვითარდება და შეასრულებს სამომავლოდ დასახულ გეგმებს. 

ახალი ამბები