კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

28 მომხრე და 3 წინააღმდეგი - გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტს საკრებულომ მხარი დაუჭირა

27 დეკემბერი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

24 დეკემბერს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, გორის მუნიციპალიტეტის  2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 42 მილიონ 900 ათასი ლარით განისაზღვრა.  2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 5 ძირითადი პრიორიტეტია. მათგან ყველაზე მეტი, 16 მილიონ ლარამდე, დაიხარჯება ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის მიმართულებით. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის განვითარებაზე, 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 15 მილიონი ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებისთვის 3 მილიონ ლარამდე თანხაა გათვალისწინებული.  მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფის მუხლი კი 2 მილიონი ლარით განისაზღვრა. 

საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2020 წლის ბიუჯეტის კენჭისყრის პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც ესწრებოდა. სხდომის მიმდინარეობის დროს  მერსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა რამდენჯერმე დაიძაბა. 
,,2020 წლის ბიუჯეტით 80 ათასი ლარით ზრდით სახელფასო ფონდს, მაშინ, როდესაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებულების ხელფასების გაზრდა სექტებრიდან არის გათვალისწინებული. მე მაინტერესებს, რატომ უზრდით სექტებრიდან და არა იანვრიდან", - ამ კითხვით მიმართა საკრებულოს სხდომაზე მოსულ გორის მერს ,,ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ. ოპოზიციის წარმომადგენლის კითხვას მერმა კი ასეთი პასუხი გასცა: ,,თქვენ იცით, რომ სკოლის პედაგოგებს ხელფასები მოემატათ, ახლა მთავრობა მუშაობს, რომ მარტის თვიდან გაუზარდოს ხელფასები საბავშვო ბაღის პედაგოგებს და მომსახურე პერსონალს, მაგრამ ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან კიდევ რომ გაგვეზარდა მათი ხელფასები, მაგიტომ დავწერეთ სექტემბერი", - განაცხა გორის მერმა.

საკრებულომ ხმათა უმრავლესობით 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, უფრო კონკრეტულად კი, 2020 წლის მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტის პროექტს მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, საკრებულოს სამმა წევრმა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, ერთმა კი - კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ოპოზიციიდან ბიუჯეტს მხარი მხოლოდ ,,პატრიოტთა ალიანსიდან" საკრებულოს წევრმა თამარ კოდოშვილმა დაუჭირა.

,,მეტნაკლებად გათვალისწინებული იქნა ჩვენი ფრაქციის შენიშვნები, როგორც სასმელ წყალთან, ისე გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებით და ამის გათვალისწინებით, დავუჭირე მხარი ბიუჯეტს", - აცხადებს თამარ კოდოშვილი.
ბიუჯეტის ხმის მიცემის დროს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს წევრმა ,,შენების მოძრაობიდან" პაპუნა კობერიძემ.

,,ბიუჯეტის პროექტი როდესაც გაგვაცნეს მქონდა შენიშვნები, რომელიც წარვუდგინე მერიას, თუმცა ბიუჯეტის საბოლოო პროექტშიც არ არის ჩემი შენიშვნები, სამწუხაროდ, გათვალისწინებული. ბიუჯეტის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ იმიტომ არ მივეცი, რომ ბიუჯეტის არ დამტკიცებით მოსახლეობას შეექმნებოდა პრობლემები და ჩემი პროტესტი გამოვხატე იმით, რომ კენჭისყრაში არ მივიღე მონაწილეობა", - აცხადებს პაპუნა კობერიძე.

ბიუჯეტის წინააღმდეგ მისცეს ხმა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, ბიუჯეტი არ გამოხატავს ხალხის ინტერესს. ოპოზიციის მოსაზრებას არ ეთანხმება გორის მერი. კონსტანტინე თავზარაშილი აცხადებს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესი გათვალისწინებულია.

,,სოფლის პროგრამა, სამოქალაქო ბიუჯეტი, სოციალური პროგრამები, ეს ხომ ყველფერი ხალხიდან არის წამოსული და იქიდან გვაქვს ჩვენ დაგეგმილი, როგორ შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტი არ არის მორგებული ხალხზე, როდესაც ბიუჯეტით დაფინასებული პროგრამები პირდაპირ ხალხისგან არის წამოსული", -აცხადებს თავზარაშვილი.

ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მერსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დებატები მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს შეეხო. ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 მილიონი ლარი ვერ აითვისა რასაც არ ეთანხმება გორის მერი.

,,ამ დროისთვის ბიუჯეტი მთლიანად გვაქვს ათვისებული, თუმცა, დავამატებ, რომ აუცილებლად გვექნება ნაშთი, რადგანაც ველოდებით შემოსავლების ნაწილში თანხის მატებას. ეს შეიძლება, იყოს 2 მილიონამდე თანხა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თანხა დაგვრჩება აუთვისებელი. ეს თანხა გადავა მომავალი წლის ბიუჯეტში და მოხმარდება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას. ასე რომ, ოპოზიციას მოვუწოდებ, ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ოპოზიციამ სხდომაზე მერიის თანამშრომლებზე 2019 წელს 80 ათასი ლარის ოდენობით გაცემული სახელფასო დანამატი გააპროტესტა, რაზეც გორის მერის პასუხი იყო, რომ მერიის თანამშრომლებზე წინასაახალწლოდაც არის სახელფასო დანამატი გათვალისწინებული. მერის ამ რეპლიკას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა ვასილისა ჯაბახიძემ კონსტანტინე თავზარაშვილს მერიიდან მიღებული წერილობითი პასუხი დაუდო ტრიბუნასთან, სადაც ეწერა რომ წინასაახალწლოდ სოციალურად დაუცველებისთვის დახმარება გორის მერიას არ აქვს გათვალისწინებული. მერის განცხადებით, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიძებნა ფინანსები, რომლის დახმარებით ახალ წელს სოციალურად დაუცველებს ტკბილეულსა და სურსათს გადასცემენ.  

ახალი ამბები