კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'შეცვალესა' და 'სირცხვილიას' აქტივისტები საბჭოთა პერიოდის კოდექსით გასამართლდნენ

9 იანვარი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ სამოქალაქო აქტივისტების  სამართლებრივ ინტერესებს, რომლებმაც ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის პოლიტიკური განცხადებები გააპროტესტეს.

გასული წლის 17 დეკემბერს  „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ აქტივისტებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს და მისგან დეპუტატის მანდატის დატოვება მოითხოვეს. პროტესტის მიზეზი კი კუხიანიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება გახდა, სადაც იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს. საკრებულოს უსახფრთხოების თანამშრომლებმა აქტივისტების კაბინეტიდან გაყვანა უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც ადგილზე გამოჩნდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქტივისტებს კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

20 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ლელა მილდენბეგერმა სამოქალაქო აქტივისტები სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით და სახდელის ზომად ჯარიმა განსაზღვრა. არსებობდა მაღალი რისკი, რომ მოსამართლეს ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოეყენებინა.

კონსტიტუცია ფუნდამენტურ უფლებად აღიარებს და იცავს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, მაგრამ პრაქტიკაში ვხედავთ, რომ ამ უფლებებს ხშირად ემუქრება არამართლზომიერი და უკანონო ჩარევის საფრთხე. მთავარი პრობლემაა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1984 წელს  საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელსაც დღევანდელი მართლმსაჯულება ისევ იყენებს. 

დღესაც, გასული წლების მსგავსად, აქტიურად გამოიყენება მშვიდობიანი შეკრების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები.  პოლიცია არასათანადოდ ერევა უფლების განხორციელებაში და არ აძლევს საშუალებას მანიფესტანტებს  პროტესტი გამოხატონ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ უფლებაში ჩარევის სასამართლო კონტროლი არ ხორციელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა. ამის ნათელი მაგალითია თბილისში, საკრებულოს შენობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული 4 სამოქალაქო აქტივისტის საქმე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები