კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორის ვაკანსიაზე

17 იანვარი, 2020
 
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობების აღწერა:

- თბილისის (საჭიროების შემთხვევაში რეგიონულ) სასამართლოებში სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის სასამართლო პროცესებზე დასწრება და სხდომაზე გამოკვეთილი დარღვევების გამოვლენა/აღრიცხვა; 
- თბილისში და რეგიონებში (საჭიროების შემთხვევაში) გამართული საპროტესტო აქციების მონიტორინგი;
- მონიტორინგის შედეგად დაფიქსირებული გარემოებების სრულყოფილი ანალიზის მომზადება;
- მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი)
- სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების, სისხლის სამართლის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
- სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
 უნარ-ჩვევები
- ქართულ ენაზე ანგარიშების, ანალიზების მომზადების უნარი;
- შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი’
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
-კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატულად კომუნიკაციის უნარი

ანაზღაურება:   1270 ლარი (დარიცხული)

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

რეზიუმე (СV);
სამოტივაციო წერილი 
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.

დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hridc@hridc.org  გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორი 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის  28  იანვარი 18 :00  საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.
 

ახალი ამბები