კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმის გამოძიებას მოითხოვს

22 იანვარი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმეზე გამოძიების გაჭიანურების გამო. მიუხედავად რიგი მტკიცებულებების არსებობისა, სამი წელია, გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს და დღემდე არ მომხდარა იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, რომლებიც გარდაცვალებამდე ზურა ხუციშვილის ავტომობილს დაედევნენ. პროკურატურას, ასევე, არ შეუსწავლია ის გარემოებები, რამაც ხუციშვილის გარდაცვალება გამოიწვია. 

2016  წლის 3 აგვისტოს ზურაბ ხუციშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედისა და ძმის დასახვედრად მიდიოდა. მას შემდეგ, რაც ხუციშვილი აეროპორტში არ მივიდა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე იპოვეს, თავად ხუციშვილი კი გარდაცვლილი მდინარე მტკვარში იპოვეს.  მისი გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ ასფიქსია დაადგინა და გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანით დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმეში დევს ვიდეომასალა, სადაც ასახულია, თუ როგორ დაედევნა პოლიციის ავტომობილი ხუციშვილს. ზურა ხუციშვილს ავარიული ციმციმები ჰქონდა ჩართული და ისე გადაადგილდებოდა მაღალი სიჩქარით. აქედან ხუციშვილის კვალი იკარგება. მოგვიანებით, იგი მდინარე მტკვარში იპოვეს გარდაცვლილი. ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილს ჯერ კიდევ სიცოცხლეში სხეულზე ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

მანქანას, რომელსაც ხუციშვილი მართავდა, ერთი საბურავი ჰქონდა მომძვრალი. თუმცა გამოძიების ფარგლებში შესაბამისს უწყებებს არც გარდაცვლილის მანქანის საბურავი ამოუღიათ და არც მისი ექსპერტიზა ჩატარებულა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმე და პასუხისგებაში მიეცენ ის პოლიციელები, რომელთა ქმედებაშიც იკვეთება სავარაუდო დანაშაულის ნიშნები.  
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

ახალი ამბები