კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი - (HRC) აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე

23 იანვარი, 2020
 
ვაკანსია: პროექტის კოორდინატორი
სამუშაო განაკვეთი: არასრული

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

პროექტის გუნდთან ერთად დაგეგმოს, კოორდინაცია გაუწიოს და განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული აქტივობები; 
უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა თემატური ანგარიშების  და საჯარო განცხადებებისთვის ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და ანგარიშების/განცხადებების პროექტების მომზადება;
პროექტის მონიტორებთან და ორგანიზაციის გუნდთან იქონიოს მუდმივი კოორდინაცია და თანამშრომლობა;
პროექტის გუნდთან ერთად უზრუნველყოს პროექტის ანგარიშების მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ.
პროექტის პიარ-მენეჯერთან შეთანხმებით, დაგეგმოს და უზრუნველყოს პროექტთან დაკავშირებული კამპანიების, პრესკონფერენციების, და სხვადასხვა სახის საჯარო ღონისძიებების განხორციელება ორგანიზაციისა და დონორი ორგანიზაციის გაიდლაინების შესაბამისად;
პროექტის მიმდინარეობისას აღმოჩენილ მიგნებებზე მედიასთან  პირდაპირი კომუნიკაცია, კომენტარების მიცემა.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
სასამართლო პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
პროგრამის  ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პროექტის კოორდინატორის ფუნქციებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
პროექტების მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციაში;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;

უნარ-ჩვევები:

ანალიტიკური აზროვნების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
მაღალი შრომის დისციპლინა;
შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
 
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

რეზიუმე (СV);
სამოტივაციო წერილი 
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.

დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: <97>hridc@hridc.org  გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: პროექტის კოორდინატორი

 საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 იანვარი 18 :00  საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.

ახალი ამბები