კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)

6 თებერვალი, 2020
 
არასამთავრობო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხდებს  ვაკანსიას  შემდეგ პოზიციაზე (არასრულ განაკვეთზე).

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 

კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგი. 
სამუშაო ადგილი - თბილისი

მოვალეობები:

პროექტის ფარგლებში კომუნიკაციის სტრატეგიის და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით  მესიჯების შემუშავება, საუკეთესო საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მათი მიწოდების უზრუნველყოფა;
ორგანიზაციის ვებგვერდის და სოციალური ქსელების (Twitter, Facebook, Instagram, YouTube,) მართვა, პოპულარიზაცია და განვითარება;
პროექტის გუნდთან ერთად სასამართლო პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; ადგილიდან ორგანიზაციის სოციალური ქსელების ვებგვერდებიდან პირდაპირი ჩართვების (live streaming) განხორციელება; 
პროექტის ფარგლებში, სპეციალური ღონისძიებების/ივენთების ორგანიზება და მართვა;
საქართველოში მოქმედი ტელეკომპანიების, რადიო და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და პროექტის გუნდის მონაწილეობით სატელევიზიო და რადიო გადაცემების დაგეგმვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებები); უპირატესობა მიენიჭებათ პიარისა და კომუნიკაციის დარგის სპეციალისტებს;
მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; 
ანალიტიკური აზროვნების და წერის უნარები (მათ შორის ინგლისურად);
IT, ციფრული, მულტიმედიური და კომპიუტერული ტექნოლოგიების და პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა; 
ობიექტურობა, პუნქტუალობა, ანალიტიკური უნარი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია;
დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი

ანაზღაურება:   ანაზღაურება  990  ლარი (დარიცხული)

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
რეზიუმე (СV);
სამოტივაციო წერილი 
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.
არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მომზადებული ნაშრომის (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) შესახებ და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hridc@hridc.org  გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 18  თებერვალი 18 :00  საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.

ახალი ამბები