კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი პროექტი - საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი

7 თებერვალი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი, სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო პროცესებს, ასევე - საპროტესტო აქციებს დააკვირდება. ახალი პროექტი აშშ-ის ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით 1 თებერვლიდან დაიწყო და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

პროექტის თანახმად, საპროტექსტო აქციების მონიტორები OSCE/ODIHR ექსპერტების ტრენინგს გაივლიან და საპროტესტო აქციებსაც OSCE/ODIHR-ის მეთოდოლოგიით დააკვირდებიან. მათი დაკვირვების არეალში იქნება სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივისტების, ჯგუფების ან თემების საპროტესტო აქციები. მათ შორის - ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციებიც. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი საერთო სასამართლოებში დააკვირდება სულ მცირე ოც სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს, რაც აღძრულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების ანდა ჟურნალისტების წინააღმდეგ. მათ შორის იქნება „ტიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასამართლო პროცესები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები მონიტორინგის პროექტის დაწყებამდეც აკვირდებოდნენ.

სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეების სასამართლო განხილვებს და საპროტესტო აქციებს პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი/ჟურნალისტიც დააკვირდება. მიმდინარე მოვლენების თაობაზე იგი ინფორმაციას გაავრცელებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ფეისბუკ-გვერდზე, ტვიტერზე და ინსტაგრამზე ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

პროექტის მიმდინარეობისას ანალიტიკოსი იურისტი მოამზადებს ანალიტიკურ პუბლიკაციებს სასამართლოებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგის პირველადი შედეგების შესაფასებლად. პროექტის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციისა და მიგნებების შესახებ გამოქვეყნდება შემაჯამებელი შუალედური და საბოლოო ანგარიშები. ანგარიშში აისახება რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება კონფერენციაზე, რომელზეც მოწვეულნი იქნებიან აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, მედია და სხვა დაინტერესებული პირები. კონფერენციის დროს, ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების ფარგლებში, ანგარიშში ასახული ძირითადი მიგნებები და პრობლემები განიხილება დისკუსიის რეჟიმში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მონიტორინგის შედეგების და მიგნებების ადვოკატირებას საერთაშორისო დონეზეც განახორციელებს. ამ მიზნით ცენტრის წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს ისეთ სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამართულ კონფერენცია/ფორუმების პარალელურ შეხვედრებში, როგორიცაა: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო, ევროკავშირის ინსტიტუტები და გაერო. ამ შეხვედრების ორგანიზებაში ცენტრს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარებიან. 

პრესრელიზი მომზადდა პროექტით - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი”, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ.

ახალი ამბები