კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრენინგი - „წყალი, ჰიგიენა და სანიტარია (WaSH) სტანდარტები

24 თებერვალი, 2020
 
21 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქვემო ქართლის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტის - მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტების სკოლებისა და ბაღების დირექტორებისთვის, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა და ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისთვის  ვორკშოპი გამართა, თემაზე - „წყალი, ჰიგიენა და სანიტარია (WaSH) სტანდარტები, მიზნები და საჭიროებები.“ 
 
ვორკშოპზე ტრენერად მოწვეული იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი სიმონ გაბრიჭიძე. ტრენინგის მიზანი იყო ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების, განათლების რესურს-ცენტრებისა და ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელთა ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერება წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხებში. 
 
ტრენინგის მეთოდოლოგიის შემუშავებისას გამოყენებული იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული კონცეპტუალური ჩარჩო. ტრენინგს დაესწრო 22 მონაწილე. 
 
ვორკშოპი ჩატარდა პროექტების „ახალგაზრდები უკეთესი WaSH-სთვის“ (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
 
 

ახალი ამბები