22:47, Saturday, 15.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ი.ბ.-ს, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 10 წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

10.03.2020

 
5 მარტს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა არასრუწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე. სასამართლომ ბრალდებული, 1979 წელს დაბადებული ი. ბ., დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებული არასრულწლოვნის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის #HRC კახეთის ოფისის იურისტი - ლია ხუროშვილი იცავს.

40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის არასრულწლოვანი მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე ადანაშაულებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის ივნისში დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა. მან ბავშვი 2019 წლის 31 მაისს გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ მსჯავრდებული ი. ბ.  ბავშვის ბიოლოგიური მამაა. 

მომხდარის გახმაურების შემდეგ, დამნაშავის სასაჯელისგან თავის არიდების მიზნით, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ,,ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს“.

გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ  გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობდა, რაც 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 

საქართველოში ქალთა და არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ხასითის დანაშაულები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პრობლემა, მეტწილად, მსგავსი დანაშაულების ბუნებიდან და საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპებიდან მომდინარეობს. აღნიშნულს მეტად ართულებს ენობრივი ბარიერი და ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო ეთნიკური უმცირესობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებსა და სოფლებშია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება როგორც აღნიშნული საქმის გასახსნელად საგამოძიებო უწყების აქტიურ მუშაობას, ისე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მსგავსი სახის დანაშაულების პრევენციისთვის სამართალდამცავთა რეაგირებასა და დამნაშავეთა დასჯას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს, მაგრამ ასევე აუცილებელია, ხელისუფლებამ გააძლიეროს ქალთა  და გოგონათა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პრევენციული მექანიზმები, სისტემური და კომპლექსური მეთოდებით. აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებზე და აღნიშნულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება დაიგეგმოს მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.

                                                                                                    ადამიანის უფლებათა ცენტრი 


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC