კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის სპეციალური ანგარიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა

14 მარტი, 2020
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ  მომზადებული 20-21 ივნისის მოვლენების სამართლებრივი ანალიზი მოხვდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში  საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 11 მარტს გამოქვეყნდა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემეს შორისაა: სიცოცხლის უკანონო და თვითნებური აღკვეთა  დე-ფაქტო მმართველების მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები, პოლიტიკური მოტივაცია სამართალწარმოებასა და გამოძიებაში,  არაკანონიერი ჩარევა პირად ცხოვრებაში,  არაპროპორციული ძალის გამოყენება ჟურნალისტების მიმართ, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში არამართლზომიერი ჩარევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება პროტესტის მონაწილეების მიმართ და დანაშაულები, რომლებიც დაკავშირებულია ლგბტ პირების მიმართ მუქარასა და ძალადობასთან.  

 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 20-21 ივნისის მოვლენების შესაფასებლად ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს, სადაც საუბარია არამართლზომიერი დაპატიმრების, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა  და შეკრების თავისუფლების შესახებ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად პროტესტის ზოგიერთი მონაწილის არამშვიდობიანი მოქმედებისა, სამართალდამცავების მხრიდან ძალის “არაპროპორციულმა და გადამეტებულმა” გამოყენებამ დატოვა შთაბეჭდილება,  რომ მათ პროტესტის მონაწილეების დასჯა უნდოდათ. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ როგორც ადამიანის უფლებების ცენტრმა საკუთარ ანგარიშში შეაფასა, მაღალჩინოსნების არასაკმარისმა ანგარიშვალდებულებამ გამოავლინა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა, მოეხდინა კანონის აღსრულების დეპოლიტიზება და თავიდან აერიდებინა პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება. 

                                                         ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები