კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

1 აპრილი, 2020
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებული „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი  ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

31 მარტს დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  

როგორც მოსამართლემ განმარტა, იგი აზრს ვერ ხედავს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაში, ვინაიდან ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებითაც იმყოფება პატიმრობაში და აღკვეთის ეს ღონისძიება არ შეცვლილა 26 მარტს გამართულ შესაბამის სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ. 

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 2019 წლის 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

პარალელურად, 2019 წლის 19 ნოემბერს პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება წარუდგინა. ბრალდება 16 წლის წინანდელ გახმაურებულ სპეცოპერაციას უკავშირდება - 2004 წლის 24 ნოემბერს პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე გარდაიცვალა.

ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, მოცემულ ეტაპზე სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით ბრალდებულ პირთა 12 სასამართლო პროცესს აკვირდება. მათ შორის არის ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის ორი საქმე. 






ახალი ამბები