კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა არასრულწლოვანი და ქალი მსჯავრდებულების პრობლემებთან დაკავშირებით

15 აპრილი, 2020
 
7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ყველა მსჯავრდებულს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ყველა ჰუმანურ აქტს, რომელიც მიმართულია პატიმართა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვან წევრად დაბრუნებისაკენ. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კვლავ პრობლემურია პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების არათანმიმდევრულობა და ბუნდოვანება, რაც აქამდეც არაერთხელ  გამხდარა საზოგადოების მსჯელობისა და კრიტიკის საგანი. 

2020 წელს №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ პროტესტის უკიდურესი ზომისათვის მიმართვა და შიმშილობის დაწყება, რითაც ისინი შეწყალების წესის შეცვლას ითხოვდნენ, კიდევ ერთხელ გახდა მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსჯავრდებულებთან სწორი კომუნიკაციის დამყარება და, ასევე სწორი მოლოდინების შექმნა. პატიმარმა ქალებმა, შეწყალების წესის შეცვლის მოთხოვნით, პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს, რითაც მოითხოვდნენ შეწყალების წესის ცვლილებასა და მის გაჰუმანურებას. წერილს პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობა აწერდა ხელს. პასუხად, რამდენიმე დღეში, მათ მიუვიდათ წერილის დაწერაზე მოთხოვნა, რაც, ადმინისტრაციის თანხმობას მოასწავებდა. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი, ქალი მსჯავრდებულებისათვის გახდა პროტესტის შეწყვეტისა და პოზიტიური მოლოდინების გაჩენის მიზეზი.

პროტესტის ახალი ტალღა პრეზიდენტის მიერ 7 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა.  ქალი პატიმრები მუდმივად უკავშირდებიან ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს და შესაბამისად, ორგანიზაციის წარმომადგენლებს აქვთ ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებთან სატელეფონო საუბრისას, ქალმა მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმისიტრაციის მხრიდან არათანაბარი მოპყრობის პრაქტიკა კვლავ გრძელდება.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უარყო ინფორმაცია ქალ პატიმართა მიერ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, რომ უზრუნველყოს საზოგადოებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდება. 

მსჯავრდებულთა მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს Covid-19-ის ინფექციის გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. პატიმართა შორის არიან განსაკუთრებით მაღალ რისკ-ჯგუფს მიკუთვნებული კატეგორიაც, როგორიცაა - ასაკოვანი და ქრონიკული დააავადებების მქონე პატიმრები. ამასთან, მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს მათი განცდები, ვირუსის გავრცელების პირობებში, მათი ოჯახის წევრებისადმი და, ამავე მიზეზით, საპატიმრო დაწესებულებეში ვიზიტებისა და სხვა უფლებების დროებითი შეზღუდვა. 

ბოლო ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ქალებმა შიმშილობა დროებით შეწყვიტეს, მაგრამ მათი მოთხოვნები პრეზიდენტის მიმართ უცვლელი რჩება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს: 

საქართველოს პრეზიდენტს: 

შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებისას, მაქსიმალურად გაითვალისწონოს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და შეწყალების ერთ-ერთ საფუძვლად გამოიყენოს ჰუმანური მიზნები.

შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების გამოყენებისას, უზრუნველყოს საზოგადოებასთამ, მათ შორის - პატიმრებთან სწორი კომუნიკაცია, ხოლო ამ უფლებამოსილების გამოყენების წინაპირობები და პროცედურები გახადოს საჯარო და გამჭვირვალე, რაც შეამცირებს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისა და მისდამი საზოგადოების უნდობლობის საფრთხეს. 

საქართველოს მთავრობას: 

პანდემიის საფრთხის გათვალისწინებით, მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო ზომა და გამოიჩინოს განსაკუთრებული ჰუმანურობა, განსაკუთრებით - არასრულწლოვანი და ქალი პატიმრების მიმართ.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

ახალი ამბები