კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას

1 მაისი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს ვაკანსიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი დამკვირვებელი-იურისტის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში:  სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და აჭარა. 

კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია: 

1) საქართველოს სამიზნე რეგიონებში სამართლიანი საარჩევნო გარემოს გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
2) კონკრეტული საარჩევნო დარღვევების ადვოკატირება შესაბამისსახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებთან;
3.) საარჩევნო სისტემის და არჩევნების პროცესში დაფიქსირებულიდარღვევების შესახებ ცნობიერების გაზრდა. 
სამუშაო განაკვეთი: არასრული

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

პროექტის ფარგლებში, შერჩეული გრძელვადიანი დამკვირვებელი-იურისტები განახორციელებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისწინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას მათ რეგიონებში:  შეაგროვებენ ინფორმაციას წინასაარჩევნო კამპანიების შესახებ და დააკვირდებიან კანდიდატების/პარტიების შეხვედრებს ამომრჩევლებთან, რათა მოახდინონ სავარაუდო საარჩევნო დარღვევებისდა პრობლემების იდენტიფიცირება;  ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენების ფაქტების იდენტიფიცირება და ა.შ.ამასთანავე,გრძელვადიან დამკვირვებელებს მოუწევთ: საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან; საჯარო უწყებების ანგარიშებისა და სხვა საჯარო მასალების შესწავლა;მასმედიის საშაულებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა; იდენტიფიცირებული დარღვევის შედარება კანონმდებლობასთან; მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური ანგარიშების წარმოება და პროექტის კოორდინატორისთვის წარდგენა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- პროფესიით მუშაობის გამოცდილება; 
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- შრომის კარგი დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

უპირატესობა მიენიჭება იმ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება  სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის; 
ანაზღაურება:   800 ლარი(დარიცხული)
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- რეზიუმე (СV);
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულმისამართზე: hridc@hridc.org 

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: დამკვირვებელ-იურისტი;
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 10 მაისი.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.

ახალი ამბები