კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 'ადამიანის უფლებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში'

4 მაისი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში მოამზადა. ანგარიშში მიმოხილულია ქვეყანაში კირიზისამდე არსებული მდგომარეობა, შეფასებულია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება და მისი სამართლებრივი საფუძვლები, დასაბუთებულობა და დაწესებულ შეზღუდვათა პროპორციულობა. კომენდანტის სააათის დაწესების აუცილებლობა და მისი გამომწვევი მიზეზები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების მიერ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ გამოჩენილი ლოიალურობის გამო, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის არსებული განსაკუთრებული საფრთხის მიუხედავად, პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებისგან თავშეკავებას.

ანგარიშში შეფასებულია საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ მხრივ არსებული საკანონმდებლო ხარვეზები და რეგულაციები. 

დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა კრიზისიდან გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს, ასევე კორუფციის გაზრდილ რისკებს, განათლების უფლების რეალიზებისთვის შექმნილ გამოწვევებს, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას. ანგარიშში, ასევე, შეფასებულია მედიის მუშაობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. შეფასებულია სასამართლო ხელისუფლების წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე გაკრიტიკებულია კრიზისის პირობებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევა.

ანგარიშში შეფასებულია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი. ასევე - მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისულ გეგმა და მასში არსებული ხარვეზები. 

ანგარიში მოიცავს არაერთ რეკომენდაციას როგორც ხელისუფლების, ასევე სხვა აქტორების მიმართ. დასკვნაში კი მოკლედ არის შეჯამებული კრიზისის დაწყებიდან - დღემდე არსებული მდგომარეობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგს, რაც ასევე გულისხმობს მონიტორინგის გაგრძელებას საგანგებო მდგომარეობის გადავადებით შექმნილ სიტუაციაზე, ანტიკრიზისული გეგმის კიდევ უფრო დეტალურ ანალიზსა და მის პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე დაკვირვებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები