კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ფილმი და დისკუსია

ადამიანის უფლებათა ცენტრის ფილმი და დისკუსია

 „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შეფასება“ 

25 ივნისს, 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი სოციალურ ქსელ Zoom-ში ფილმის - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შეფასება“ -  ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს. 

 ფილმში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 1-წლიან მუშაობას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიზნებსა და გამოწვევებზე, ასევე, საუბრობს  სამსახურის წარმომადგენელიც. 

ფილმის მიზანია, შეაფასოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მუშაობა, თუ რა გამოწვევები არსებობდა 1 წლის მანძილზე, რა წარმატებას მიაღწია სამსახურმა და იყო თუ არა გამჭვირვალე, დროული და ობიექტური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებული საქმეები. 

ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. 

ფილმი მომზადდა აშშ-ის ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.