კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 7 მოქალაქეს 3000 ლარიანი ჯარიმა გაუუქმდა

2 ივლისი, 2020
 
2 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის თანახმად, გააუქმა 7 მოქალაქისთვის დაკისრებული 3 000 ლარიანი ჯარიმა, ჯამში 21 000 ლარი. 

2020 წლის 21 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს მომართა გორში მცხოვრებმა მოქალაქეებმა: თამაზ მახარაძემ, იოსებ ხაბალაშვილმა, ხვიჩა საბაშვილმა, ედუარდ ფაილევანიანმა, თამაზ ავეტისოვმა, უშანგი საბაშვილმა და მიხეილ ფიდიურმა. მათი განცხადებით, მიმდინარე წლის 17 აპრილს ისინი დააჯარიმეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დისტანციის დაუცველობის გამო. ჯარიმას ისინი მიიჩნევდნენ უკანონოდ, რადგან არ იმყოფებოდენენ ერთად, 3 ადამიანი იდგა ცალკე 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, მათგან 40-50 მეტრის დაშორებით იდგა კიდევ სამი ადამიანი 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო ერთი მათგანი იდგა საერთოდ ცალკე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ ერთად და გამოწერა შვიდი 3000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების გაუქმება. ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები