“ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)” აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: არასრული
ანაზღაურება: 2088 ლარი (დარიცხული, გადასახადების ჩათვლით)
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
-
პროექტის გუნდთან ერთად დაგეგმოს, კოორდინაცია გაუწიოს და განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული აქტივობები;
-
უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა თემატური ანგარიშების და საჯარო განცხადებებისთვის ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და ანგარიშების/განცხადებების პროექტების მომზადება;
-
პროექტის მონიტორებთან და ორგანიზაციის გუნდთან იქონიოს მუდმივი კოორდინაცია და თანამშრომლობა;
-
პროექტის გუნდთან ერთად უზრუნველყოს პროექტის ანგარიშების მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ.
-
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე სხვადასხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
-
პროგრამის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პროექტის კოორდინატორის ფუნქციებთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
-
პროექტების მართვის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციაში;
-
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
-
ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
უნარ-ჩვევები:
-
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
-
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
-
მაღალი შრომის დისციპლინა;
-
შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
-
საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: <142>hridc@hridc.org გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: პროექტის კოორდინატორი
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 ივლისი 18 :00 საათი.
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.