კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია წინასარჩევნო კამპანიას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ვერ ატარებს

30 ივლისი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

ოპოზიციის წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლისა  და წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა არ ეძლევათ. აღნიშნული პრობლემის წინაშე უკვე დადგა  პოლიტიკური მოძრაობა ,,ლელო", როდესაც პარტიის წარმომადგენლებს სოფელ დიცში შესვლის უფლება არ მისცეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან დაგეგმილი წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს. სოფლის შესასვლელში განთავსებულ ბლოკ-საგუშაგოსთან ქართველმა სამართალდამცავებმა უარის მიზეზი ვერ განმარტეს და მხოლოდ ის უთხრეს, რომ მათი შესვლა შსს-სთან უნდა იყოს შეთანხმებული.  მოძრაობა ,,ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს არაკონსტიტუციურად აფასებენ და მის გასაუქმებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ.

,,საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების რაოდენობა მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში არის 25, ასევე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებია კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვერ მივიდეთ იმ სოფლებშიმ სადაც ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში",- განაცხდა ,,ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ, რომელიც ხელისუფლებისგან ითხოვდა პასუხს, თუ რატომ არის დაწესებული აღნიშნული შეზღუდვები ოპოზიციაზე, იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შესვლაზე არანაირი პრობლემა არ ექმნებათ.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში, ბადრი ბასიშვილი ამბობს, აღნიშნული შეზღუდვების მიუხედავად, ოპოზიცია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლასა და ადგილობრივებთან შეხვედრას მაინც მოახერხებს.

,,ეს არის შერჩევითი სამართალი და წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიებისთვის ხელის შეშლა. თუკი სახელისუფლებო ჩინოვნიკებს არ ეკრძალებათ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში სიარული, რატომ უზღუდავენ ოპოზიციას? ჩვენ არ ვაპირებთ კონსტიტუციით მონიჭებული უფლება დავარღვევინოთ ქართულ ოცნებას და ვიწყებთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლას ახალი კვირიდან. აუცილებლად მივალთ თითოეულ ოჯახამდე, მოვისმენთ მათ პრობლემებს და ჩვენს საარჩევნო პროგრამასაც გავაცნობთ",  - აცხადებს ბადრი ბასიშვილი. 

,,გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენლის, ოთარ კვირიკაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებზე დაწესებული შეზღუდვებს კონკრეტული მიზანი აქვს. მისი თქმით, ხელისუფლება აღნიშნული შეზღუდვებით ცდილობს, რომ წინასაარჩევნოდ საოკუპაციო ხაზთან არსებული პრობლემები არ გაააქტიუროს, როგორიც არის მცოცავი ოკუპაცია და იქ მცხოვრები ადამინების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები.  

,,ნაცვლად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებლებს გაუჩინონ განცდა, რომ მათი სოფლის უსაფრთხოება დაცულია, ისინი არ არიან მარტო, აქვთ გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლება საკუთარ ქვეყანაში, მათ თავისუფალ ნებას უზღუდავენ განსხვავებული აზრის დახშობის მცდელობით და არ აძლევენ საშუალებას იქ ნებისმიერ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა. ვის ინტერესშია ეს ყველაფერი, ალბათ, ყველა ხვდებით. ასეთი საარჩევნო გარემოთი აპირებენ  რუსული „კაგებეს“ გავლენის აგენტები არჩევნების მოგებას, მაგრამ აღარ გამოუვათ.  ქართველ ხალხს საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით აქვს გარანტირებული და ამას ვერავინ ვერასდროს წაართმევს", - აცხდებს კვირიკაშვილი.

საოკუპაციო ხაზთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და მათთვის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლის საკითხის გარკვევის მიზნით,  ​humanrights.ge შიდა ქართლის რეგიონში მხარის რწმუნებულს, გიორგი ხოჯევანიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამავე დროს ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში, თუმცა გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ოპოზიციის განცხადებით, ხოჯევანიშვილს აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხება, რადგან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გადაადგილებაზე შეზღუდვებს შსს და სუს-ი აწესებს. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეა მოქმედი გუბერნატორისა და მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატის ძმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. ამის გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია სუს-ის გააქტიურებას, განსაკუთრებით გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში, ელოდება. 

ახალი ამბები