კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკურ სამართალწარმოებაზე საქართველოში

22 სექტემბერი, 2020
 
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შესახებ, ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სამართლებრივ დევნას ეხება. კერძოდ, ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციონერი  პოლიტიკოსების წინააღმდეგ  ბოლო დროს მიმდინარე სასამართლო პროცესების გამო,  რომლებმაც შეარყია ნდობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და რომლებმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ასოცირების ხელშეკრულებასთან და  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული რეფორმების გატარებაზე. დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული პრეზიდენტის მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეწყალების საკითხი. 
 
რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოებისგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობის სტანდარტებს, განსაკუთრებით,- სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, და ადამიანის უფლებებს, რასაც ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულება. გარდა ამისა, დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის დელეგაციას, მონიტორინგი გაუწიოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე პროცესებს. ამასთანავე, რეზოლუცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიძიოს ყველა ის საქმე, რომლებშიც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ფაქტები იკვეთება, მათ შორის, 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციების საქმეები. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი სრულად იზიარებს რეზოლუციის სულისკვეთებას და აგრძელებს საერთო სასამართლოებში მიმდინარე სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას. ამ დროისათვის ცენტრის დაკვირვების ქვეშ მოექცა 20 საქმე, რომლებშიც შესაძლოა იკვეთებოდეს პოლიტიკური მოტივები. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების და საპროტესტო აქციების მონიტორინგის შესახებ  შუალედური ანგარიშები საზოგადოებას 2020 წლის 30 აგვისტოს წარუდგინა.   

ადამიანის უფლებათა ცენტრი  სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებს საერთო სასამართლოებში პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ ფარგლებში აკვირდება. პროექტი საპროტესტო აქციების მონიტორინგსაც ითვალისწინებს. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

ახალი ამბები