კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მურად წურწუმიას საქმეში ბრალდებულებს 10 და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ

30 სექტემბერი, 2020
 
29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მურად წურწუმიას საქმის განხილვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო მათთვის წაყენებულ ყველა ბრალდებაში და შესაბამისად, ზურაბ ფოფხაძეს - 10, ხოლო ვახტანგ ბურძენიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ფოფხაძესა და ბურძენიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდაღ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის გ და მესამე ნაწილის ა პუნქტებით, რაც, შესაბამისად, გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ. 

2020 წლის 2 იანვარს თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, ავტომობილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზურაბ ფოფხაძემ და მისმა თანმხლებმა პირმა, ვახტანგ ბურძენიძემ, 24 წლის მურად წურწუმია სიკვდილამდე სცემეს. ბრალდებულებმა, ასევე, სცემეს მოკლულის ძმა, მუხრან ჩხვირკია, რომელმაც ადგილიდან გაქცევა შეძლო.

მურად წურწუმიას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც იგი 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მუხრან ჩხვირკია, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის შედეგად, არაერთი მძიმე დაზიანებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

6 იანვარს მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ გარდაცვლილის დედა, და ასევე დაზარალებულად მუხრან ჩხვირკია ცნო. 
 
მურად წურწუმიას ოჯახის სამართლებრივი ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ვახტანგ ბურძენაძე ორჯერ გამოკითხეს, მას არ აკავებდნენ და ხელწერილით იყო გათავისუფლებული. 8 იანვარს, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნის შედეგად ვახტანგ ბურძენიძეც დააკავეს. 
 
საქმის გამოძიების პირველ  ეტაპზე უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდეს, პროკურატურისთვის წურწუმიას საქმის გადაცემის მოთხოვნით მიემართა. ორგანიზაციები არ იზიარებდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადების შინაარსს იმის თაობაზე, რომ რადგან პროკურატურა გამოძიებას სხვა მუხლებით აწარმოებს, მათ კომპეტენციას სცდებოდა გამოძიების ჩატარება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები