კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

FIDH და HRC: საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები ყველა პარტიისთვის საპარლამენტო არჩევნებში

29 ოქტომბერი, 2020
 
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს არჩევნების მშვიდობიან, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარება. ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გაატაროს საჭირო რეფორმები, რათა გაუმჯობესდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ქვეყანაში. 

საარჩევნო რეფორმიდან 4 თვის შემდეგ, ორგანიზაციები შეშფოთებულები არიან იმ ინციდენტების გამო, რომლებიც ხელს უშლიან არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა, რომლებიც არჩევნების მონიტორინგს ახორციელებენ, გამოავლინეს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების ფაქტები, ასევე მმართველი პარტიის მიერ კანდიდატებისა და ჟურნალისტების შევიწროების შემთხვევები.

შეშფოთებას იწვევს არჩევნების ჩატარება COVID-19 პანდემიის ფონზე, რადგან ვირუსის გავრცელების შემცველი დამატებითი შეზღუდვების შემოღებამ შესაძლოა, საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუარესების რისკები გაზარდოს.

საპარლამენტო არჩევნები რომ დაძაბულ ვითარებაში ჩატარდება, ისიც მიანიშნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციის ლიდერების და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების მოწმეა. პოლიტიკური სამართალწარმოების ეს ტალღა წინასაარჩევნო კონტექსტში ოპოზიციის დასუსტებას ემსახურება. 

გასული წლიდან ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციით მიმდინარე საქმეებზე მონიტორინგს. მონიტორინგის შედეგად, ადამიანის უფლებათა ცენტრმა სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტების ხშირი დარღვევები გამოავლინა. 2020 წლის მარტში,  ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ ვითარება ამ მხრივ კიდევ უფრო გააუარესა, რადგან იგი, ხშირ შემთხვევაში, კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფლებათა ინდივიდუალურ უფლებებს, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლებას ზღუდავდა.

ამ ვითარებამ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან სასამართლო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაღრმავებას შეუწყო ხელი. მსგავსი განწყობა ასევე გააძლიერა ხელისუფლების მოქმედებებმა (ან მათმა არარსებობამ), მაგალითად, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან  ძალის გადაჭარბების შემთხვევებმა  მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლის დროს.  საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ პროცესის ნელი ტემპი მიანიშნებს იმაზე, რომ იგი არ აპირებს დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისგებაში მიცემას. 

ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორები, მათ შორის, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია, ხშირად მიუთითებენ მოსახლეობის მხრიდან სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობაზე და საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად და უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ეს რეკომენდაციები ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

2020 წლის ოქტომბერში, FIDH-ისა და HRC-ის წარმომადგენლებმა არაფორმალური შეხვედრების განმავლობაში, თავიანთი ხედვები საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ევროკავშირის (ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური, ევროკომისია, ევროპარლამენტი) წარმომადგენლებს გააცნეს. 

შეხვედრის დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ  მიმართეს ევროკავშირს, რომ მოუწოდოს საქართველოს მთავრობას:
  • გამოიძიოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ფაქტები, აგრეთვე - სხვა შემთხვევები, რომლებიც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას ხელს უშლის. 
  • უზრუნველყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარება; მიიღოს შესაბამისი ზომები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის  და უზრუნველყოს, რომ ისინი ხელს არ შეუშლის საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.
  • უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საშინაო, ევროპული და საერთაშორისო ჩარჩოს სრული იმპლემენტაცია, განსაკუთრებით - სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში. 
  • აქტიურად ჩაერთოს პროცესში, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის რეფორმას მისი დამოუკიდებლობის გაძლიერების მიზნით, მათ შორის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გზით. შეიმუშავოს სისტემა, რომელიც დაფუძნებულია მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარე საფუძვლების განხილვაზე.
  • ჯეროვნად შეასრულოს ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურასთან დაკავშირებით; თავი შეიკავოს ახალი მოსამართლეების დანიშვნისგან რეკომენდაციების შესრულებამდე.

ახალი ამბები