კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თანმდევად შექმნილი სისტემური კრიზისის თაობაზე

9 ნოემბერი, 2020
 
კოვიდ-19 პანდემიის გავრცელების გამო საქართველოში ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა რაოდენობა, უკანასკნელ დღეებში, მუდმივად მზარდია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი განაგრძობს პანდემიით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვას თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მაღალია მომართვიანობა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მხრიდან, რომლებიც ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო მომსახურებას. გადატვირთული მიმართვიანობის, საავადმყოფოებში საკმარისი ადგილების დეფიციტის გამო, სულ უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. განსაკუთრებით კრიტიკულია მდგომარეობა რეგიონებში, სადაც არასაკმარისი ინფრასტრუქტურისა და მედ-პერსონალის დეფიციტის გამო, უკვე შეინიშნება კრიზისის ნიშნები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთ-ერთ ბენეფიციარს, რომელიც ქუთაისში მცხოვრები, 78 წლის, ქრონიკული დააავადების მქონე პაციენტია, მწვავე სიმპტომების მიუხედავად, კვლავ ეზღუდება ჯანმრთელობის დაცვის უფლება და ფაქტობრივად ბედის ანაბრად არის დატოვებული. აღნიშნული პაციენტის მომვლელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, მოგვიანებით კი, თავადაც გამოუვლინდა სიმპტომები. მას, ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე, ჩაუტარდა გულ-მკერდის რენტგენოგრაფია, რის შემდეგაც დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ანთება. პირველადი სწრაფი ტესტის შედეგებით, პაციენტს კოვიდ-19 არ დაუდგინდა, შედეგად, იგი ბინაზე მკურნალობას დაექვემდებარა. რამდენიმე დღეში კი, გართულებული სიმპტომების, სიცხის, გემოს შეგრძნების დაქვეითების, ჰიპერტონიისა და უჰაერობის გამო, პაციენტი უშედეგოდ ითხოვს სტაციონარულ მკურნალობას (თუნდაც საკუთარი ხარჯებით), თუმცა, მისი მოთხოვნა ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მხრიდან შესაბამის უწყებებთან არაერთი მიმართვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (1505) მეშვეობით, პაციენტი მომლოდინეთა სიაში მოხვდა, თუმცა იგი დღემდე ბინაზე რჩება, საჭირო და აუცილებელი სამედიცინო დახმარების გარეშე.

სამწუხაროდ, არსებული მდგომარეობა უკვე ცხადჰყოფს კრიზისის უმწვავეს სტადიაში შესვლას. მიუხედავად პირველ ტალღასთან გამკვალებისა, ადამიანების არაერთი უფლების შეზღუდვის ხარჯზე, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სექტორი მოუმზადებელი შეხვდა მეორე ტალღით გამოწვეულ კრიზისს. ქართული ჯანდაცვის სისტემაში ზოგადად გავრცელებული ნეპოტიზმისა და პროტექციონიზმის ფონზე, კიდევ უფრო საგანგაშო შეიძლება გახდეს პაციენტთა მკურნალობა თანასწორობის პრინციპის განუხრელად დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლებას:
  • მიიღოს ყველა ზომა და თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვით აღმოუჩინონ დახმარება ყველა მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანს;
  • დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შემცირდეს ვირუსის გავრცელება და დაავადებულმა პაციენტებმა მიიღონ სათანადო სამედიცინო დახმარება;
  • მიიღოს ყველა საჭირო ზომა, მოახდინოს სამედიცინო პერსონალის მობილიზება კრიზისის ყველა კერაში, რათა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებსაც მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ შესაბამისი სამედიცინო სერვისებით;
  • წაახალისოს მოხალისეობრივი მობილიზაცია და დაუყოვნებლივ დაიწყოს დამატებითი რესურსების მობილიზება კრიზისის გამწავევბის პირობებში საჭირო პირველადი დახმარების გაწევის უზრუნველსაყოფად;
  • დაუყოვნებლივ აამოქმედოს დამატებითი ცხელი ხაზი, რათა 112-ის ფუნქციონირებას არ შეეშალოს ხელი და რეაგირების გარეშე არ დარჩეს სამართალდარღვევათა თუ გადაუდებელი დახმარების სხვა შემთხვევები.
მოსახლეობას:
  • თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაზროს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დაიცვას საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. განუხრელად დაიცვან ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო ყველა რეკომენდაცია;
  • არ გაავრცელონ ვირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია და ყურადღებით გადაამოწმონ იმ ინფორმაციათა სანდოობა, რომელსაც ვირუსთან დაკავშირებით იღებენ ან ავრცელებენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები