კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომებს დააკვირდა

11 ნოემბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა 4 ნოემბერს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დაკავებული 7 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მე-4 სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა მიღებული გადაწყვეტილება და 7 პირიდან მხოლოდ ერთის - ტ.გ.-ის მიმართ შეწყვიტა სამართალწარმოება.

მ.ჯ.-ის, ლ.ქ.-ის, გ.ფ.-ის მიმართ კი შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქმედებისთვის, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, ხოლო ამავე კოდექსის 173-ე მუხლით ისინი ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად. სახდელის ზომად განესაზღვრათ ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღე-ღამის ვადით. 

ნ.კ., ნ.ბ. და ნ.ფ. ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევად კოდექსის ორივე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.  ნ.კ.-სა და ნ.ბ.-ს სახდელის ზომად განესაზღვრათ ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღე-ღამის ვადით, ხოლო ნ.ფ. ადმინისტრაციულ პატიმრობაში 5 დღე-ღამის ვადით იქნება.

მოსამართლემ დადგენილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და ყურადღება არ გაუმახვილებია იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის შეფასებით, სხდომებზე სასამართლოსთვის საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეთა დამკავებელი პოლიციელების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები არ იყო საკმარისად დამაჯერებელი და ლოგიკური. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ წარმოადგინა პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები, გარდა ერთისა, რომელიც, ფაქტობრივად, ხარვეზიანი აღმოჩნდა. ასევე, არ იყო წარმოდგენილი უშუალოდ დაკავების და სამართალდარღვევის ამსახველი კადრები. ამის გამო, საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა ეჭვის ქვეშ დგება და ეყრდნობა მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებას, რაც მსგავს საქმეებზე დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 4 ნოემბერს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესს საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დააკვირდა. ამ პროცესის გარდა ორგანიზაციის მონიტორინგი ეხება კიდევ 20 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეს. 

პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

ახალი ამბები