კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ორ საარჩევნო ოლქში აკვირდება

21 ნოემბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ორ საარჩევნო ოლქში აკვირდება. დამკვირვებელთა მობილური ჯგუფი შიდა ქართლში - ხაშური-ქარელის და ქვემო ქართლში - რუსთავი-გარდაბანის საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებზე გადაადგილდება და კენჭისყრის პროცესს აკვირდება.

მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე და საბოლოო ოქმის შევსებამდე დააკვირდებიან. დარღვევების თაობაზე  საჩივრები მომზადდება საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებისთვის, საჭიროების შემთხვევაში - სასამართლოსთვის. დამკვირვებლები ბოლომდე მიჰყვებიან ყველა პროცესს საბოლოო შედეგის მიღებამდე. 

საარჩევნო პროექტების მიზნებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მონიტორინგის გზით, შეაფასებს საქართველოს საარჩევნო პროცესის შესაბამისობას საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და  შერჩეულ საარჩევნო უბნებში უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის  გამჭვირვალობას. 

საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად გამოქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილ დარღვევებზე და სხვა მიგნებებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ორენოვან ანგარიშს. ანგარიშში ასახული იქნება რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისი უწყებების მიმართ. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით აკვირდება. 

ახალი ამბები