კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო არჩევნების I და II ტურის მიმოხილვა ქვემო ქართლში

30 ნოემბერი, 2020
 
სალომე ჩხეიძე, ქვემო ქართლი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში  განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა კანონშემოქმედი ორგანო პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული მოდელით აირჩიეს. თუმცა, არჩევნების ჩატარების პროცესში გამოვლენილი დარღვევების გამო, ოპოზიციური პარტიები და  საზოგადოების ნაწილი შედეგებს არ აღიარებს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ  31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია, შეიძლება ითქვას, რომ  მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ტარდებოდა, თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს.  ამ კუთხით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ქვემო ქართლის რეგიონი. 

აღნიშნულმა შემთხვევების სიმრავლემ და მასში მონაწილე პირების დაუსჯელობამ საზოგადოების ნაწილში საგამოძიებო ორგანოების პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდა გააჩინა.  
 
წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესის  ლოგიკური გაგრძელება 31 ოქტომბრის არჩევნების დღე იყო,  რომელიც ქვემო ქართლში, აგრეთვე, დარღვევების სიმრავლით გამოირჩეოდა. 
 
ქვემო ქართლი 3 საარჩევნო ოლქად არის დაყოფილი: 
  • #12 ოლქი - რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები.
  • #13 ოლქი - მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები 
  • #14 ოლქი - ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები
სამივე ოლქში მეტნაკლებად მსგავსი ტიპის დარღვევები დაფიქსირდა. საარჩევნო უბნებსა და მის სიახლოვეს ადგილი ჰქონდა აგიტატორების მობილიზებას, დაფიქსირდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ერთ და იმავე ადამიანის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტები.  საარჩევნო უბნებსა და მის სიახლოვეს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებასა და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლისა და კომისიის თავმჯდომარის მიერ საჩივრების არდაფიქსირების ფაქტებს და სხვ.  
 
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2092 საჩივარი შევიდა.

„პრობლემას წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი შედეგების დაგვიანებით, საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ გამოქვეყნებაც, რაც უკანასკნელი რვა წლის მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკის გაუარესებად უნდა შეფასდეს. პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებამ საზოგადოებაში ხმების სამართლიანი დათვლის შესახებ კითხვები გააჩინა“, - აღნიშნულია დამკვირვებელი ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების  უმრავლესობაში რიცხობრივი მონაცემები - მოსული ამომრჩევლების, კანდიდატების მიღებული ხმების და ბათილად ცნობილი ბიულეტინების რაოდენობა შეცდომით იყო ასახული, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მყისიერად აღმოაჩინეს და გააპროტესტეს.  ამის გამო, არჩევნების მეორე დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში, საჩივრების განხილვის პარარელურად, მსგავს შემაჯამებელ ოქმებს  არაერთი  შესწორების ოქმი და ახსნა-განმარტება  დაერთო თან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოგიდგენთ  ქვემო ქართლის სამივე  ერთეულის საარჩევნო უბნების შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების სტატისტიკას: 
 
  • რუსთავის ოლქში გახსნილი 124 უბნიდან 47 უბნის შემაჯამებელ ოქმზე დართულია შესწორების ოქმი ან ახსნა-განმარტება, რაც მთლიანი ოქმების  38%-ია. 
  • მარნეულისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქის 124 უბნის შემაჯამებელ ოქმზე  შესწორების ოქმი ან ახსნა განმარტება აქვს თანდართული  51 უბნის ოქმს, რაც მთლიანი რაოდენობის  41%-ს წარმოადგენს. 
  • ქვემო ქართლის რეგიონში ყველაზე მეტი შესწორების ოქმი და ახსნა-განმარტება ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების საარჩევნო ერთეულში დაფიქსირდა.  202 უბნიდან 92 უბანზე  შესწორების ოქმის შედგენა გახდა საჭირო, რაც მთლიანი რაოდენობის 45,5%-ს  შეადგენს.

როგორც ვხედავთ,  ქვემო ქართლში გახსნილი 450 უბნის შემაჯამებელი ოქმებიდან 190 უბნის  შემაჯამებელ ოქმში შეცდომა დაფიქსირდა, ეს კი თითქმის ნახევარს - 42,2 პროცენტს წარმოადგენს. (იხილეთ ქვემოთ - დიაგრამა 1)

31 ოქტომბრის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილმა დისბალანსმა, გადასწორებულმა ოქმებმა და საუბნო კომისიის წევრების ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე შედგენილმა შესწორების ოქმებმა, რაზეც საჩივრები განუხილველი ან დაუკმაყოფილებელი დარჩა,  ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის უარმა, გადაეთვალა პრობლემური საარჩევნო უბნები, კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები შედგენილი შესწორების ოქმების სანდოობასთან დაკავშირებით. 

ოპოზიციურმა პარტიები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ამიტომ მათ პარლამენტში შესვლაზე და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ისინი განმეორებითი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, რიგ საარჩევნო ოლქებში, სადაც მაჟორიტარმა კანდიდატებმა 50%-ზე მეტი ხმის დაგროვება ვერ მოახერხეს, 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართა, მათ შორის - რუსთავის #12 საარჩევნო ოლქშიც. 

ერთმანეთს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი  ნინო ლაცაბიძე და   საარჩევნო ბლოკის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძე დაუპირისპირდნენ.

„მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა  საარჩევნო კომისიებიდან ოპოზიციური  პარტიების წარმომადგენელთა გაწვევა პარტიების მიერ, რამაც კომისიის წევრთა შემცირება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ბიულეტენების დათვლის პროცესში მთვლელების გამოვლენა არ ხდებოდა, რადგან მხოლოდ ერთი პარტია ვერ განახორციელებდა ხმების დათვლას.  ამიტომ, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები  იყვნენ მთვლელები“, - აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი ქვემო ქართლში, ნესტან ლონდარიძე. 

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებული იყო,  ბიულეტენში კი მხოლოდ 2 კანდიდატი ფიქსირდებოდა,  არც ამ დღეს ჩაუვლია შემაჯამებელ ოქმებში დაშვებული შეცდომების გარეშე. ცესკოს საიტზე ატვირთული #12 ოლქის 124 უბნის შემაჯამებელი ოქმიდან 21-ზე კვლავ შესწორების ოქმი ან ახსნა-განმარტებაა დართული. (იხილეთ ქვემოთ - დიაგრამა 2)

 „საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ დაშვებული შეცდომების და ხარვეზების შესახებ სადამკვირვებლო ორგანიზაციები ყოველთვის ვამახვილებდით ყურადღებას უკანასკნელი რამდენიმე არჩევნების მონიტორინგის ანგარიშებში. ვაცხადებდით, რომ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, დიდწილად, გამოწვეული იყო არა იმდენად არჩევნების მიზანმიმართული გაყალბების მცდელობით, არამედ არაკვალიფიციურობით და მოუმზადებლობით. შესაბამისად, ყოველთვის გვქონდა რეკომენდაცია, რომ ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაცია უკეთესად მოემზადებინა. წლევანდელ არჩევნებზე თვალშისაცემად უფრო ბევრი შეცდომა და ხარვეზი დაუშვეს საარჩევნო კომისიებმა, განსაკუთრებით - ხმის დათვლის ეტაპზე, როდესაც კენჭისყრა დასრულდა და საჭირო იყო ხმების ობიექტური დათვლა. სწორედ ამ ეტაპზე შემაჯამებელ ოქმებში დაშვებული შეცდომების გამო გაჩნდა ეჭვი, რომ საქმე შეიძლება გვქონდეს არა მხოლოდ არაკვალიფიციურ მუშაობასთან, არამედ მიზანმიმართულ ქმედებებთან. ასეთ ეჭვს აჩენს ის გარემოება, რომ შეცდომები უმეტესწილად მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ სასარგებლო შედეგით მთავრდებოდა. თუმცა, უკვე მეორე ტურზე დაშვებული შეცდომები კვლავ მიგვანიშნებს იმ ფაქტზე, რომ არაკვალიფიციურობა და მოუმზადებლობა კვლავ რჩება საარჩევნო ადმინისტრაციის დიდ პრობლემად“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი. 
 
სხვა მხრივ, მეორე ტური, პირველისგან განსხვავებით მეტნაკლებად მშვიდ  ვითარებაში მიმდინარეობდა. ყველა უბანთან კვლავ შეინიშნებოდნენ ე.წ. კოორდინატორები, თუმცა - შედარებით მცირე რაოდენობით.  მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა.  მე-12 სამაჟორიტარო ოლქში  141 453 რეგისტრირებული ამომრჩეველიდან არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა 75 000-მა ადამიანმა მიიღო, ხოლო  მეორე ტურში - 39 309. 
 

ახალი ამბები