Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)

January 18, 2021
არასამთავრობო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხდებს  ვაკანსიას  შემდეგ პოზიციაზე (არასრულ განაკვეთზე).

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 

კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია სასამართლო და საპროტესტო აქციების მონიტორინგი. 
სამუშაო ადგილი - თბილისი

მოვალეობები:
  • პროექტის ფარგლებში კომუნიკაციის სტრატეგიის და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით  მესიჯების შემუშავება, საუკეთესო საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მათი მიწოდების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციის ვებგვერდის და სოციალური ქსელების (Twitter, Facebook, Instagram, YouTube,) მართვა, პოპულარიზაცია და განვითარება;
  • პროექტის გუნდთან ერთად სასამართლო პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება; ადგილიდან ორგანიზაციის სოციალური ქსელების ვებგვერდებიდან პირდაპირი ჩართვების (live streaming) განხორციელება; 
  • პროექტის ფარგლებში, სპეციალური ღონისძიებების/ივენთების ორგანიზება და მართვა;
  • საქართველოში მოქმედი ტელეკომპანიების, რადიო და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და პროექტის გუნდის მონაწილეობით სატელევიზიო და რადიო გადაცემების დაგეგმვა
  • პროექტის ფარგლებში პრეს-რელიზის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებები); უპირატესობა მიენიჭებათ პიარისა და კომუნიკაციის დარგის სპეციალისტებს;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; 
  • ანალიტიკური აზროვნების და წერის უნარები (მათ შორის ინგლისურად);
  • ციფრული, მულტიმედიური და კომპიუტერული ტექნოლოგიების და პროგრამების  ცოდნა; 
  • ობიექტურობა, პუნქტუალობა, ანალიტიკური უნარი, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი
ანაზღაურება:     1300  ლარი (დარიცხული)

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
  • რეზიუმე (СV);
  • სამოტივაციო წერილი 
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის პროფესიული უნარ-ჩვევები.
  • არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მომზადებული ნაშრომის (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) შესახებ და ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დოკუმენტაცია აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: <94>hridc@hridc.org  გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, (PR Manager).

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 28 იანვარის 18 :00  საათამდე
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.


დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. სატელეფონო ზარები  არ მიიღება.


News