კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა საქართველოს მთავრობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაციებთან დაკავშირებით

3 თებერვალი, 2021
ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მომართეს მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილების თანახმად, არიან კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულები და 2021 წლის იანვრიდან წარმოეშვათ  200-ლარიანი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება.

ამ მოქალაქეების განმარტებით და არსებული საბანკო დოკუმენტაციით, დასტურდება, რომ სახელმწიფო კომპენსაცია ჩარიცხულია მათ საბანკო ანგარიშებზე, მაგრამ კონკრეტულმა ბანკებმა, ბენეფიციარების სახელზე არსებული დავალიანებების დაფარვის მიზნით, გაქვითეს კომპენსაციის სახით მიღებული თანხები.

კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი  სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს  მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებით დამტკიცებული - ,,ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული  ინფექციის (COVID-19) შედეგად  მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“  განსაზღვრავს ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გავრცელების შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით სახელმწიფო დახმარების გაცემის წესს, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს და კომპენსაციის ოდენობას.

მთავრობის ამ დადგენილებაში განმარტებულია, რომ ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია არ ექვემდებარება ყადაღას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,) და  საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას); ამდენად, გაუგებარია, თუ რატომ აჭრის  მოქალაქეებს, დავალიანების დაფარვის მიზნით, ბანკი მიზნობრივ სახელმწიფო კომპენსაციას.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანი გახლდათ სწორედ პანდემიის გამო დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქება, რომელიც კონკრეტულად ამ ადამიანების შემთხვევაში არ მომხდარა.  სახელმწიფოს მხრიდან გაცემული დახმარება ადრესატამდე არ მისულა. აღნიშნული ფაქტი, ცხადია, იწვევს უსამართლობის განცდას, რომ მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კომპენსაცია  არ აღმოჩნდა ხელშესახები დახმარება და იმ საბანკო ვალდებულებების დაფარვას ემსახურებოდა, რომლებიც პანდემიის მიზეზით დაზარალებულ მოქალაქეებს მძიმე სოციალური პრობლემების გამო აღებული სესხების თუ ოვერდრაფტის სახით გააჩნდათ.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, დღეს არსებულ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო კვლავ პანდემიას ებრძვის, შედეგად კი გვაქვს საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, ყველა ორგანიზაცია, მათ შორის - კერძო სამართლის იურიდიული პირები სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმიერად უნდა უდგებოდნენ.
  • საქართველოს მთავრობამ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს და თითოეული შემთხვევა იქნას კონტროლზე აყვანილი;
  • კონკრეტულმა საბანკო დაწესებულებებმა ჩამოჭრილი თანხები  დაუყოვნებლივ დაუბრუნონ დაზარალებულ პირებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები