კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აგვისტოს ომის მონაწილე 10 წლის შემდეგ სასჯელისგან გათავისუფლდა

19 თებერვალი, 2021
 
18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, დიმიტრი ნოზაძის შუამდგომლობა. შშმ მსჯავრდებული,  აკაკი თოხაძე გათავისუფლდა  სასჯელისგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 

აკაკი თოხაძე  2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. 2012 წელს სასამართლომ   6 წლით  თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისთვის.  2012 წლის ამინისტიის შედეგად თოხაძეს სასჯელი გაუნახევრდა და დარჩენილი 3 წლიდან ციხეში მხოლოდ 2 წელი მოიხადა.  

ბრალდებული N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2011 წელს სრულიად ჯანმრთელი შევიდა. მისი თქმით, საპატიმროში არსებული არაადამიანური მოპყრობის შედეგად გახდა პირველი ჯგუფის შშმ პირი. თოხაძემ  9 თვე საკანში ეტლს მიჯაჭვულმა გაატარა.  ვიდრე არ მიმართა შიმშილობას, არავინ დაინტერესდა მისი მდგომარეობით. ექსპერტების დასკვნით, მას საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის სრული მოშლა ჰქონდა და მისი მდგომარეობა განკურნებას არ ექვემდებარებოდა. 2013 წელს მსჯავრდებულს გადაუვადეს სასჯელი და საპატიმროდან გაათავისუფლეს.

აკაკი თოხაძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო  სასჯელი გადავადებული ჰქონდა რამდენჯერმე. ყოველწლიურად, საკუთარი  ხარჯით უნდა ჩაეტარებინა  სამედიცინო ექსპერტიზა, რათა არ მომხდარიყო მისი ციხეში დაბრუნება.   2018 წელს, უსახსრობის გამო, ვერ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რის შედეგადაც 2019 წლის იანვარში დააკავეს და გადაიყვანეს ჯერ ქუთაისის, ხოლო შემდეგ თბილისის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე მსჯავრდებულს ჩაუტარა სამედიცინო ექსპერტიზა.  ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე  2019 წლის 21 ივნისს  თოხაძეს კვლავ 1 წლით გადაუვადდა სასჯელი და  გათავისუფლდა N18 პენიტენციური დაწესებულებიდან.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, დიმიტრი ნოზაძემ 2021 წლის 8 იანვარს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა სასჯელისგან გაეთავისუფლებინა შშმ პირი აკაკი თოხაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 2021 წლის 18 თებერვალს დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და მსჯავრდებული აკაკი თოხაძე გათავისუფლდა სასჯელისაგან. 

ახალი ამბები