კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილმა პოლიციელმა ავტოსაგზაო შემთხვევისათვის მაქსიმალური სასჯელი მიიღო

24 თებერვალი, 2021
 
Humanrights.ge

19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის ყოფილ დეტექტივ ა. ი.-ს  სასჯელის მაქსიმუმი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ავტოსაგზაო შემთხვევისათვის, რომელსაც ტრაგედია მოჰყვა. 

2018 წლის 8 ივლისს, თბილისში, დადიანის გამზირზე, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ა. ი. თავის მფლობელობაში არსებული ავტომობილით დაეჯახა ქ. მ.-სა და ე. მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის ქ.მ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ა. ი. მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ორი წლის განმავლობაში ა. ი.-ს პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და იგი კვლავ აგრძელებდა მუშაობას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანამდებობაზე. ამ პერიოდის განმავლობაში იგი დააწინაურეს კიდეც.

ქ. თბილისის პროკურატურა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების მიზეზად 2018 წლის 24 ივლისს დანიშნულ კომისიურ ექსპერტიზას ასახელებდა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თითქმის ორი წელი დასჭირდა დასკვნის გასაცემად. 

დაზარალებული ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის - ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ არ შეისწავლა ა. ი.-ს საქმე. უწყების განმარტებით, ა.ი.-ს საქმეზე გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა თბილისის პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდგომ. თუმცა, კომპეტენტურმა ორგანოებმა არ მოახდინეს რეაგირება იმ ფაქტზე, რომ ა. ი. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და არ შეასრულა თავისი, როგორც მოქალაქეობრივი, ისე სამსახურეობრივი ვალდებულება.

2020 წლის 19 ივნისს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივს, ა. ი-ს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ა. ი-ს ბრალეულობის საქმე ქ. თბილისის პროკურატურის წარმოებაში იყო.

ახალი ამბები