Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

'ნაციონალური მოძრაობის' წევრი, თორნიკე ერისთავი პოლიციამ 2000 ლარით დააჯარიმა

April 23, 2021
 
Humanrights.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარებისთვის მომართა თორნიკე ერისთავმა. მისი გადმოცემით, 2021 წლის 30 მარტს საქართველოს შინაგან სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ მის მიმართ გამოიცა დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. ამ დადგენილებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 116 -ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდა 6 (ექვსი) თვის ვადით. 

ბენეფიციარი თორნიკე ერისთავი ვანის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“. ავარაუდოა, რომიგი პოლიტიკური ნიშნით დაჯარიმდა.

თორნიკე ერისთავი 2021 წლის 30 მარტს საღამოს დაახლოებით 20 საათსა და 50 წუთზე ბრუნდებოდა თავის საცხოვრებელ სახლში ვანის რაიონში სოფ. სალომინაოში.  საცხოვრებელ სახლში მისვლამდე, დაახლოებით - 20 საათსა 50 წუთზე, შეხვდა პოლიციის თანამშრომელი ლაშა ცხვარაძე, რომელმაც მისი მანქანა გააჩერა. ცოტახნით ისაუბრეს, მოიკითხეს ერთმანეთი დაროცა დაემშვიდობა ლაშა ცხვარაძეს და უკვე ბრუნდებოდა სახლში, მან ისევ გააჩერა და უთხრა, რომ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ ბელთაძემ დარეკა - დამელოდოს არ წავიდესო. ისიც დაელოდა დაახლოებით 30 წუთი. უკვე 21 საათი შესრულებულიყო. მალე მოვიდა პოლიციის უფროსის მოადგილე და უთხრა - რატომ არღვევდა კომენდანტის საათს. მან უპასუხა, რომ მისი თხოვნის საფუძველზე ელოდებოდა. მიუხედავად ამ განმარტებისა, ბელთაძემ თორნიკე ერისთავის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა და დააჯარიმა 2000 ლარით. ამის შემდგომ, თორნიკე ერისთავს, ასევე უთხრეს - ნასვამი იქნებიო, რაზეც მან განუცხადა, რომ ნასვამი არ იყო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ალკოჰოლის მიღება არ შეიძლებოდა და თან სატრანსპორტო საშუალებას მართავდა. პოლიციის თანამშრომელს მისი ალკოჰოლური თრობა არც კი შეუმოწმებია, ისე გამოსცა დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და თორნიკე ერისთავს შეუჩერა  მართვის უფლება 6 თვის ვადით. 

აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდღარღვევის ოქმები ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაასაჩივრაშსს-ში, საიდანაც ორგანიზაციაელოდება პასუხს.

News