მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატიები
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ბუნდოვნად შეზღუდული ადამიანის ძირითადი უფლებები
19 აპრილი, 2021
ახალი კორონავირუსის (COVID-19) სწრაფმა და მასშტაბურმა გავრცელებამ მსოფლიოში არაერთი ქვეყანა და მათ შორის - საქართველო, ურთულესი გამოწვევის წინაშე დააყენა, როგორც ეკონომიკური, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
სტატია
კარვები პარლამენტის წინ - პოლიტიკური კრიზისის ინდიკატორი
1 აპრილი, 2021
რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ხშირად არის მძაფრი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პროტესტის მთავარი ეპიცენტრი. პოლიტიკური პარტიები თუ სამოქალაქო ჯგუფები საპროტესტო შეკრებებს უმეტესწილად სწორედ პარლამენტის შენობის სიახლოვეს გეგმავენ, ძირითადად - რუსთაველის გამზირის მხარეს.
კორონავირუსის პანდემია - გასვლითი ვიზიტი ბაღდათში
31 მარტი, 2021
ადამიანის უფლებათა ცენტრმა, 1-ელი ივლისიდან 1-ელ აპრილამდე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე 1270-ზე მეტ ადამიანს გაუწია უფასო იურიდიული კონსულტაცია და წარმოებაში აიღო 89 საქმე, საიდანაც 34 წარმატებით დასრულდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით მოქალაქე სამსახურში აღადგინეს
31 მარტი, 2021
ადამიანის უფლებათა ცენტრს თხოვნით მიმართა ბ.ჭ,-მ, რომელიც პანდემიის დროს, 2020 წლის დეკემბერში, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი დასაქმებული იყო სახელმწიფო დაწესებულების მიერ შექმნილ კომპანიაში. ბ.ჭ.-ს განმარტებით, სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე, მაგრამ მისი ნების საწინააღმდეგოდ გაათავისუფლეს, რაც აჩენდა გონივრულ ეჭვს კანონდარღვევის შესახებ.
ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - ჯერ კიდევ შეუსრულებელი მისია
27 მარტი, 2021
საქართველოში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციას უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
სტატია
გენდერული თანასწორობის პრობლემა საქართველოში
24 მარტი, 2021
დღემდე, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა.
ქალი პატიმრები საქართველოში - პრობლემები და რეკომენდაციები
23 მარტი, 2021
ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს პატიმართა უფლებების დაცვის ხელშეწყობა. ორგანიზაცია, წლებია, მონიტორინგს ახორციელებს სხვადასხვა სახის პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, სწავლობს პატიმართა მოპყრობის საკითხებს, დაწესებულებებში არსებულ გარემოსა და პირობებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს პასუხისმგებელი უწყებების მიმართ პრობლემური საკითხების გამოსწორების მიზნით.
გენდერი სისხლის სამართალწარმოებაში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები
19 მარტი, 2021
2017 წლის 15 დეკემბრიდან - 2018 წლის 15 ივნისამდე, ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) ბულგარეთის განვითარების ფონდის და საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი - „სასამართლო მონიტორინგი ქალებისათვის“, რომლის მიზანი გახლდათ ქალთა მიმართ ძალადობის შედეგად დაზარალებულ და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ ქალთა საქმეებზე სასამართლო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა, სასამართლო და პროკურატურის ორგანოების პასუხისმგებლობის გაზრდა.
სტატია
ადამიანის უფლებათა ცენტრი ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისთვის გამოწერილ ჯარიმებს ასაჩივრებს
17 მარტი, 2021
ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის პოლიციამ 2020 წლის 4 ნოემბრის შემდეგ 20 ლარით ასობით ადამიანი დააჯარიმა, მაშინ, როცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე პრიმა მუხლის მე-11 პუნქტი ჯარიმას მხოლოდ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ითვალისწინებდა.
ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - პრობლემები და გამოწვევები
10 მარტი, 2021
ადამიანის უფლებათა ცენტრი, წლებია, აქტიურად მუშაობს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში. გასულ წლებში ორგანიზაციამ არაერთი პროექტი განახორციელა ქალთა გაძლიერების, ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებზე. ეს პროექტები მოიცავდა ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის იურიდიულ დახმარებას, ძალთა მიმართ ძალადობის პრობლემის კვლევასა და ქალთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
პოზიცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი უერთდება ქალთა ისტორიის თვეს
7 მარტი, 2021
ადამიანის უფლებათა ცენტრი უერთდება ქალთა ისტორიის თვეს - სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა უფლებების დაცვის ხარისხის გაზრდას.
ანალიზი
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (ნოემბერი-თებერვალი, 2020-2021 წლები)
5 მარტი, 2021
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ ყინწვისის საქმეზე გასამართლებული 12 ყოფილი პოლიტპატიმარი უდანაშაულოდ ცნო
კორონავირუსის პანდემია ოკუპირებულ რეგიონებში
1 მარტი, 2021
ოკუპირებული ახალგორის რაიონი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია და დე-ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ამ რეალობის შეცვლას ჩორჩანა-წნელისის კრიზისის მოგვარებამდე არ აპირებს. ახალგორში, იზოლაციაში მოქცეული მოსახლეობა ჰუმანიტარულ კრიზისში ცხოვრობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საკვებსა და წამლებზე ფასები გასამმაგდა და ბევრი მედიკამენტი აფთიაქებში არც იშოვება. ადგილობრივი მოსახლეობა ვერც კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას იღებს, რადგან ახალგორის საავადმყოფოში ყველა პროფილის ექიმი არ ჰყავთ. იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც იზოლაციის გამო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება დროულად ვერ მიიღეს და დაიღუპნენ, ყოველთვიურად იზრდება.
კუდიანებზე ნადირობა კონსტიტუციის სახელით
26 თებერვალი, 2021
სტატიის მიზანია, შეაფასოს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 2020 წლის 16 დეკემბერს დარეგისტრირდა და 1-ლი მოსმენით საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო. კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები დაფინანსებისა და უფასო სარეკლამო დროის, ასევე, პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების წესებში დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღებას.
სტატია
ბანკებმა პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს ჩამოჭრილი სახელმწიფო დახმარება უკან დაუბრუნეს
21 თებერვალი, 2021
კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფომ 2021 წლის იანვარში 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაურიცხა, კომერციულმა ბანკებმა დახმარების თანხა ვალში გაუქვითეს. ასეთი საჩივრით ადამიანის უფლებათა ცენტრს თერთმეტმა ადამიანმა მომართა. ცენტრმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ანტიკრიზისული გეგმის მთავარი მიზანი, დახმარებოდა კორონავირუსით დაზარალებულ მოქალაქეებს, ვერ შესრულდა და კომერციულ ბანკებს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის გავრცელებისთანავე საქმეში საქართველოს საბანკო ასოციაცია ჩაერთო, რის შემდეგაც თერთმეტივე ადამიანს ბანკებმა ჩამოჭრილი თანხა უკან დაუბრუნეს.
აგვისტოს ომის მონაწილე 10 წლის შემდეგ სასჯელისგან გათავისუფლდა
19 თებერვალი, 2021
18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, დიმიტრი ნოზაძის შუამდგომლობა. შშმ მსჯავრდებული, აკაკი თოხაძე გათავისუფლდა სასჯელისგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
გადაადგილების შეზღუდვა - მიზანშეწონილი ღონისძიება თუ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება?
12 თებერვალი, 2021
COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ევროპის ბევრმა ქვეყანამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა. სხვადასხვა სახის შეზღუდვასთან ერთად ზოგ ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. გამონაკლისი არ ყოფილა საქართველო, სადაც კომენდანტის საათი, 2020 წლის განმავლობაში, ორჯერ გამოცხადდა, რასაც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.
სტატია
სოფელ ნამოხვანში -ნამახვანის დიდი ჰესების კასკადის - წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა
8 თებერვალი, 2021
2021 წლის 7 თებერვალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში „ნამახვანის დიდი ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების აღკვეთის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქცია წინასწარ დაანონსდა ტელევიზიებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით.
სახელმწიფო ქონების მიტაცება თუ ისტორიული სამართლიანობა - დავა ტყის ფონდის მიწებისთვის
7 თებერვალი, 2021
საქართველოს მასშტაბით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ტყის ფონდიდან ტერიტორიების ამორიცხვა და კერძო მფლობელებზე გადაფორმება. ტყის მიწების კერძო პირებზე რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი თვითმმართველობებში შექმნილი ე.წ. აღიარებითი კომისიის გადაწყვეტილებებია, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთრების შესახებ არქივში დაცულ ცნობებს ეყრდნობა. აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს პირად ინფორმაციას და არ საჯაროვდება. თუმცა, ხშირად მისი სასამართლოზე წარდგენაც ვერ ხერხდება, რაც მსგავსი საფუძვლის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს.
მრიცხველიდან დაგვიანებით ამოწერილი ჩვენება - როგორ დარჩნენ ადამიანები კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიღმა
28 იანვარი, 2021
1-ლი ნოემბრიდან საქართველოს მთავრობამ ატიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი აამოქმედა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, იმ აბონენტებს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებრვლის ჩათვლით, კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო დაუფარავს. თუმცა, მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური გადასახდების სუბსიდირების პროგრამით ვერ ისარგებლა.
<<
1
2
3
4
>>