კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლიეტუვას პრეზიდენტმა რუსეთის მცოცავი ოკუპაცია ხურვალეთიდან გააპროტესტა

23 ივნისი, 2021
ნათია ფარეხელაშვილი, შიდა ქართლი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა 10 ივნისს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა. ლიეტუვას პრეზიდენტმა სოფელ ხურვალეთიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი და განცხადა, რომ ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. 

,,ადგილობრივებთან შეხვედრის დროს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო – რაზე ოცნებობთ? იცით, რა იყო პასუხი? ისინი ოცნებობენ სახლში დაბრუნებაზე, მათ სახლებზე. ეს არის ბრძოლის მიზანი, ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობის გაჩენისთვის ბრძოლა, რომ აუხდეთ ოცნება, სახლში დაბრუნების ოცნება. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ წამოვწიოთ ეს საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე. ეს საკითხი გადაჭრილი არ არის და ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა შევცვალოთ მდგომარეობა და ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის იყო საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის პრინციპებისა და ღირებულებების მხარდამჭერი“, – განაცხდა ლიეტუვას პრეზიდენტმა. 

გიტანას ნაუსედას განცხადებებს და ოკუპაციის პრობლემებზე ხაზგასმას დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ ის ადამიანები, ვინც ოკუპაციით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე მუშაობენ. 

არინა თავაქარაშვილი, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობის პირველადი პრობლემები შესწავლილი აქვს, ამბობს, რომ ლიეტუვას პრეზიდენტის გზავნილები ყურადსაღებია როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე საქართველოს ხელისუფლებისთვის. გიტანას ნაუსედამ ხურვალეთის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზით გაყოფილ და ოკუპირებულ მხარეს დარჩენილი მოსახლეობა, ბევრ შესაძლებლობას არის მოკლებული, როგორიც არის მაგალითად: პენსია, ჯანდაცვის სერვისები, განათლება და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები.
 
,,ლიეტუვას პრეზიდენტის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან იყო ძალიან დადებითი ჟესტი. სწორედ ამ ადგილებში წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და აქ უნდა შეჩერდეს ოკუპაცია. მე როგორც რიგით მოქალაქეს მადლიერების გრძნობა დამეუფლა ლიეტუვას პრეზიდენტის მიმართ, ვინაიდან მას ადარდებს ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციით შექმნილი პრობლემები. პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსების ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იცვლება დამოკიდებულებები, მოქალაქეები გრძნობენ მხარდაჭერას და ჩნდება რწმენა. ის ადამიანები რომლებიც ე.წ გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ თავს აღარ გრძნობენ მიტოვებულად, ამ ადამიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სხვა ქვეყნის პირველი პირი მათ გვერდით დგას და მხარს უჭერს მათი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას”, - ამბობს არინა თავაქარაშვილი humanrights.ge-სთან საუბრისას.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა, ერთ-ერთი სამოქალაქო პლატფორმაა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თვალყურს ადევნებს ოკუპანტების გადაადგილებას საოკუპაციო ხაზთან და მცოცავი ოკუპაციით შექმნილ პრობლემებზე ღიად საუბრობს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელის, დავით ქაცარავას თქმით, მნიშვნელოვანია, როდესაც პარტნიორი ქვეყნის ლიდერები საქართველოში ვიზიტის დროს ე.წ გამყოფ ხაზთან ჩამოდიან და ოკუპაციას გმობენ. 

,,მაღალი რანგის პოლიტიკოსების ჩამოსვლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ისინი მოდიან საოკუპაციო ხაზთან და იქ აკეთებენ განცხადებებს. ლიეტუვას პრეზიდენტმა, შეიძლება ითქვას, ბრიფინგი ჩაატარა ხურვალეთში. პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი ტიპის ვიზიტები შესაძლებელია, გახდეს ძლიერი იარაღი ოკუპაციასთან ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბერკეტი ქართულმა მხარემაც გამოიყენოს სათავისოდ და გააქტიუროს საერთაშორისო ხაზი. უნდა მოხერხდეს ის, რომ საქართველო კვლავ გაჩნდეს საერთაშორისო რადარებზე და საქართველოს საკითხი იყოს ძალიან აქტუალური. ლიეტუვას პრეზიდენტი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან. ეს არის ერთგვარი მხარდაჭერა მათი, როგორც პარტნიორების, მხრიდან, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყენებს ამას ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არ გააქვს საერთაშორისო ასპარეზზე სათანადოდ ის უმძიმესი საკითხი რასაც ოკუპაცია ჰქვია”. 

humanrights.ge - ის რესპონდენტები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში მცოცავი ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ტრიბუნებზე ნაკლებ დროს და ყურადღებას უთმობს. როგორც არინა თავაქარაშვილის, ისე დავით ქაცარავას აზრით, ერთადერთი რაც ქვეყანაში ბორდერიზაციას შეაჩერებს, ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ღიად და სისტემატიურად საუბარია. 

ახალი ამბები