კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა თორნიკე ერისთავის საქმეზე შსს-ს გენერალური ინსპექციისგან სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა

27 აგვისტო, 2021
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს ნაციონალური მოძრაობის წევრს, თორნიკე ერისთავს. რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციამ მიმართა  შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოითხოვა ვანის პოლიციის უფროსის მოადგილის, ოთარ ბელთაძის მიერ განხორციელებულ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ფაქტზე მოკვლევის დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. 

წინაისტორია: თორნიკე ერისთავი 2021 წლის 30 მარტს საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე ბრუნდებოდა თავის საცხოვრებელ სახლში - ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. სალომინაოში.  საცხოვრებელ სახლში მისვლამდე, დაახლოებით - 20:50 საათზე მას შეხვდა პოლიციის თანამშრომელი ლაშა ცხვარაძე, რომელმაც მისი მანქანა გააჩერა. ცოტა ხნით ისაუბრეს, მოიკითხეს ერთმანეთი და როცა დაემშვიდობა ლაშა ცხვარაძეს და უკვე ბრუნდებოდა სახლში, ცხვარაძემ ისევ გააჩერა და უთხრა, რომ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ოთარ ბელთაძემ დარეკა - დამელოდოს, არ წავიდესო. თორნიკე ერისთავი დაელოდა ოთარ ბელთაძეს დაახლოებით 30 წუთი. ამასობაში 21:00 საათიც შესრულდა. პოლიციის უფროსის მოადგილე მოვიდა და უთხრა - რატომ არღვევდა „კომენდანტის საათს“. ერისთავმა უპასუხა, რომ მისი თხოვნის საფუძველზე ელოდებოდა. მიუხედავად ამ განმარტებისა, ოთარ ბელთაძემ ერისთავის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი გამოწერა და დააჯარიმა 2000 ლარით ე. წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ამის შემდეგ, თორნიკე ერისთავს პოლიციელებმა ასევე უთხრეს - ნასვამი იქნებიო, რაზეც მან უპასუხა, რომ ნასვამი არ იყო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ალკოჰოლის მიღება არ შეიძლებოდა და თან სატრანსპორტო საშუალებას მართავდა. პოლიციის თანამშრომელს მისი ალკოჰოლური თრობა არც კი შეუმოწმებია, ისე გამოსცა დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და თორნიკე ერისთავს შეუჩერა  ავტომანქანის მართვის უფლება 6 თვის ვადით.

თორნიკე ერისთავი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ცხოვრობს და მუშაობს ვანის მუნიციპალიტეტში. ამჟამად არის ვანის საკრებულოს წევრი და მონაწილეობს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.  იგი აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საპროტესო აქციებში. თორნიკე ერისთავი მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს მასზე მიზანმიმართულად განხორციელებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს ვანის რაიონულ სასამართლოში უკვე გასაჩივრებული აქვს თორნიკე ერისთავის მიმართ გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, როგორც ე. წ. კომენდანტის საათის დარღვევის, ისე მართვის უფლების შეჩერების თაობაზე. სასამართლო განხილვა სავარაუდოდ სექტემბრის თვიდან დაიწყება. 

ახალი ამბები