კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სავანეთის საარჩევნო უბანზე თავმჯდომარე წესრიგს ვერ ამყარებს

2 ოქტომბერი, 2021
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში,  #23-ე საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე მუდმივი არეულობაა, რაც ხალხმრავლობითაც არის გამოწვეული. ხმის მიცემის პროცესი ხშირად ფერხდება და ჩნდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ეჭვის საფუძველი. 

იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პარტიის სამკერდე ნიშნის მქონე წარმომადგენლები ცდილობდნენ, „დახმარება გაეწიათ“ ხმის მიცემის კაბინაში შესული ხანდაზმული ამომრჩევლებისთვის.

ამ საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა. ამ უბანზე ორგანიზაციიდან - „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის“, იმყოფებოდა სამი წარმომადგენელი, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა რამდენჯერმე მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ორგანიზაციის ორი წარმომადგენლის უბნიდან გაშვების მოთხოვნით. თავდაპირველად, თავმჯდომარემ ორგანიზაციის ორ წარმომადგენელს უბანი დაატოვებინა, მაგრამ პერიოდულად „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის“ რამდენიმე წევრი მაინც შემოდიოდა საარჩევნო უბანზე  და ამის მიზეზად უამინდობას ასახელებდნენ. მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჩანაწერთა წიგნში შენიშვნა შეიტანა, თავმჯდომარემ აღკვეთა ორგანიზაციის დამრღვევი წევრების უბანზე არაკანონიერად შესვლა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის #51-ე საარჩევნო უბნის გარეთა პერიმეტრზე 09:30 საათისთვის იდგნენ ერთ-ერთი პარტიის (სავარაუდოდ - „ქართული ოცნების“) ე.წ. კოორდინატორები, რომლებსაც კვლევითი კომპანიის „ედისონ რისერჩის“ წარმომადგენლებთან მოუვიდათ დაპირისპირება. დაპირისპირება მალევე აღმოიფხვრა, თუმცა მათ პერიმეტრი არ დაუტოვებიათ და აქტიურად ცდილობდნენ ამომრჩევლის მობილიზებას საარჩევნო უბანზე. ამ კონკრეტული ამომრჩეველების ნომრებს თავიდანვე ეძებდნენ არჩევნების სიაში, რომელიც გარეთ იყო გამოკრული. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარეს რამდენჯერმე მიმართა სიტუაციის გამოსწორების მოთხოვნით, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ ვითარება ამ დრომდე ვერ მოაგვარა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები