კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვა

2 ოქტომბერი, 2021
მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ზეწოლას ახდენდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელზე - ეუბნებოდნენ, რომ პრეტენზია არაფერზე გამოეთქვა და არ დაეწერა საჩივრები.   ცენტრის დამკვირვებელს კომისიის წევრები არ აძლევდნენ მობილური ტელეფონით ვიდეოს გადაღების საშუალებას და მას „თითების დამტვრევით“ ემუქრებოდნენ. დამკვირვებლის მიმართ აგრესია გამოხატა კომისიის თავმჯდომარემაც. მან დამკვირვებელს ხელი კრა და კედელს მიანარცხა. დამკვირვებელი იძულებული გახდა, დაერეკა მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენლების საარჩევნო უბანზე მოსვლის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ უბანზე კვლავ ქაოტური სიტუაცია გაგრძელდა. 

ამ უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა რამდენიმე ამომრჩევლის მიერ ხმის ორჯერ მიცემის ფაქტი. ყუთთან მდგომი კომისიის წევრი მათ არ აძლევდა კონვერტის ყუთში მოთავსების საშუალებას იმ არგუმენტით, რომ ამ კონკრეტულ ამომრჩევლებს უკვე მიცემული ჰქონდათ ხმა სასურველი კანდიდატისთვის. ამის შემდეგ რამდენიმე პირმა ძალის გამოყენებით შეძლო კონვერტის ყუთში მოთავსება.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა #48-ს საარჩევნო უბნის ბათილობა მოითხოვა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები