კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თორნიკე ერისთავი პოლიციამ კიდევ ერთხელ დააჯარიმა

29 ოქტომბერი, 2021
ნაციონალური მოძრაობის წევრს, თორნიკე ერისთავს ვანის მუნიციპალიტეტის პოლიცია სისტემატიურად აჯარიმებს. ყოველი დაჯარიმება სავარაუდოდ პოლიტიკურად არის მოტივირებული ისე, რომ რეალურად სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. თორნიკე ერისთავის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. 

2021 წლის 21 ოქტომბერს თორნიკე ერისთავი კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ვანის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორმა გააჩერა და მის მიმართ გამოსცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 121 მუხლის 1 ნაწილით და დააჯარიმა 500 ლარის ოდენობით. 

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 121-ე მუხლის 1 ნაწილის ფორმულირება ასეთია: „სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის“.

2021 წლის 21 ოქტომბერს გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმამდე თორნიკე ერისთავის მიმართ საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველომ 2021 წლის 30 მარტსაც გამოსცა დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ. ამ დადგენილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 116 -ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდა 6 (ექვსი) თვის ვადით. შესაბამისად, ეს ვადა გავიდა 1 ოქტომბერს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, თორნიკე ერისთავმა 2021 წლის 30 მარტის დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გაასაჩივრა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ 2021 წლის 7 მაისს გამოცემული დადგენილებით, ერისთავს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ეს დადგენილება ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაასაჩივრა ვანის რაიონულ სასამართლოში, სადაც სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ არ ჩანიშნულა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის წევრის, თორნიკე ერისთავის  მიმართ ადგილი აქვს პოლიციის მხრიდან მიზანმიმართულ ქმედებას, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოცემასა და დაჯარიმებაში. რეალურად კი, თორნიკე ერისთავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რადგან  მის მიმართ 2021 წლის 30 მარტს გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ვადა 2021 წლის 1 ოქტომბერს ამოიწურა, ხოლო ერისთავი  კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდა 2021 წლის 21 ოქტომბერს. ამასთან, მას გასაჩივრებული აქვს მის მიმართ 2021 წლის 30 მარტს გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ვანის რაიონულ სასამართლოში.

თორნიკე ერისთავის მიმართ 2021 წლის 21 ოქტომბერს გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაასაჩივრა შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში.

ახალი ამბები