ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნების მიმდებარედ დაფიქსირდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები.
რუსთავის N20 საარჩევნო ოლქის N3 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი საკუთარ ბლოკნოტში იწერდა მისული ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დამკვირვებელმა მისცა მითითება, რომ შეწყვეტილიყო ამომრჩევლის აღრიცხვა. ეს შენიშვნა დამკვირვებელმა შეიტანა ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ მიიღო ზომები და დარღვევა აღმოფხვრა.
Humanrights.ge