რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქის მე 4-ე საარჩევნო უბანთან ახლოს, ამ შემთხვევაში - 100 მეტრის მოშორებით, გაურკვეველი პირები, რომლებმაც დამკვირვებელს ვინაობა არ დაუსახელეს, ასევე, აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს. მათ თან ჰქონდათ სიები, სადაც უბნისკენ მიმავალ ამომრჩევლებს ნიშნავდნენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა გადაიღო ვიდეო, სადაც ამ პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ამომრჩევლები არიან და თან არანაირი სიები არა აქვთ. თუმცა, მანამდე დამკვირვებელს უკვე ჰქონდა ფოტოები გადაღებული, სადაც „ამომრჩევლებს“ ცელოფნის პარკში ამომრჩეველთა სიები აქვთ მოთავსებული.
Humanrights.ge