კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

HRC-ის დამკვირვებელს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

30 ოქტომბერი, 2021
თელავის N17 საარჩევნო ოლქის N39 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა ორი ამომრჩეველი ვადაგასული პირადობის მოწმობით შეუშვა, რაც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა დააფიქსირა და ეს ამომრჩევლები გააბრუნეს უკან. ამ ფაქტის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდა, ნაკადის  მომწესრიგებელს გამოეჩინა მეტი ყურადღება, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორებულიყო. საპასუხოდ კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც თავმჯდომარის მეუღლე აღმოჩნდა, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ინციდენტის გამო, დამკვირვებელმა საარჩევნო უბანზე დაწერა საჩივარი და მოითხოვა თავმჯდომარისთვის და კომისიის წევრისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ასეთივე მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჩივარი დაარეგისტრირა საოლქო საარჩევნო კომისიაშიც.    

Humanrights.ge

ახალი ამბები