კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ ელენე ხოშტარია 2200 ლარით დააჯარიმა

9 ნოემბერი, 2021
 
Humanrights.ge

5 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის. ამავე კოდექსის 36-ე მუხლის საფუძველზე, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2200 ლარის ოდენობით.

2021 წლის 11 ივლისს თბილისში, ტელეკომპანია ტვ „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო გამართულ საპროტესტო აქციის დღეს, ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის კედელს  წითელი ფერის საღებავი შეასხა. მიუხედავად პოლიციელთა მოწოდებისა, ხოშტარია მათ არ დაემორჩილა  და წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის გამო, მის მიმართ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. 

15 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე ელენე ხოშტარია არ გამოცხადდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხლვაზე ხოშტარია არც ოქტომბრის თვეში გამოცხადდა. მან მოსამართლე კობა ჩაგუნავას სხდომის მდივანს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს განუმარტა, რომ დღევანდელი სასამართლოსადმი ნდობა არ აქვს და არ აპირებს ამ საქმის განხილვაში მონაწილეობას. ამის მიუხედავად მოსამართლემ კვლავ გადადო სხდომა, სადგან საჭიროდ მიიჩნია კიდევ ერთხელ შეეტყობინებინა ელენე ხოშტარიასთვის მომდევნო სხდომის თარიღი, რათა მას ჰქონოდა შესაძლებლობა, დასწრებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელების ჩვენებას და თავადაც დაესვა კითხვები მისთვის.

5 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მოწმის სახით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პატრულ-ინსპექტორი, ვაჟა მელქაძე დაიკითხა. მოწმის თქმით, ხოშტარია ცდილობდა პოლიციელების კორდონის გარღვევას და შენობაში შეღწევას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციელებს და შენობაში მყოფ პირებს, რაც გამოიხატა შემდეგ სიტყვებში: „მონებო“, „ნაძირლებო“, „მკვლელებო“. 

მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდგომ, მხარემ საპაექრო სიტყვა წარადგინა. თამარ ჯოხაძემ ხაზი გაუსვა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ ბადებს ეჭვს, ელენე ხოშტარიას მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის არსებობაზე. ვიდეომასალაც ასახავს პოლიციელებთან ჭიდილსა და საღებავის გადასხმას, ასევე - ხოშტარიას მცდელობას, გაარღვიოს კორდონი. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის თქმით, კუმულაციურად, აღნიშნული მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია, რის გამოც მან მოითხოვა ხოშტარიას სამართალდამრღვევად ცნობა.
 
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ელენე ხოშტარია სამართალდარღვევისათვის 2200 ლარით დაჯარიმდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ელენე ხოშტარიას საქმის განხილვას სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების მონიტორინგის ფარგლებში დააკვირდა.

ახალი ამბები