კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები დაზარალებულ ადვოკატებს შეხვდნენ

10 დეკემბერი, 2021
Humanrights.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს ადვოკატების - მიხეილ რამიშვილის, მია ზოიძის და გიორგი ფანცულაიას ინტერესებს უკანონო მოსმენების და თვალთვალის საქმეზე. 

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და იურისტები  დაზარალებულ ადვოკატებს შეხვდნენ და სამოქმედო გეგმა გააცნეს.

საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინტერნეტში გავრცელებულ საიდუმლო ფაილებს, რითაც გაირკვა, რომ სუსი ქვეყანაში უსმენდა და უთვალთვალებდა მედიასაშუალებების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადვოკატების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს, რელიგიურ გაერთიანებებს - როგორც საპატრიარქოს, ასევე არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებს. აკონტროლებენ მათ გადაადგილებას, საბანკო გადარიცხვებს და პირად ცხოვრებას.

გავრცელებული ფაილების მიხედვით, ადვოკატების - მიხეილ რამიშვილის, მია ზოიძის და გიორგი ფანცულაიას მოსმენა და თვალთვალი ხორციელდებოდა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, როგორიცაა - ე. წ. ციანიდის საქმე, ბაჩალიაშვილის საქმე და ა.შ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების დაცვის სტრატეგიას და გეგმებს. 

შეხვედრაზე მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ უფლებადამცველები და ადვოკატები რეაგირების გარეშე არ ტოვებენ ასეთ მასშტაბურ უკანონობას.

მია ზოიძის განცხადებით, აღმაშფოთებელია, რომ უკანონო თვალთვალი და მიყურადება შეეხო არა მხოლოდ მათი, როგორც ადვოკატების, საქმიანობას, არამედ ოჯახს, შვილებს და პირად ცხოვრებას. 

გიორგი ფანცულაიას თქმით, ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალობა დაცულია კანონით და კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. შესაბამისად, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ბრძანებას გასცემდა და ვინც უკანონოდ უსმენდა ადვოკატების კლიენტებთან საუბარს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ეკა ქობესაშვილმა განაცხადა, რომ ზოგადად უფლებადამცველებს ყოველთვის აქვთ დასაბუთებული ეჭვი და განცდა, რომ მათ უკანონოდ უთვალთვალებენ და უსმენენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, საუბარია არა ეჭვზე და ვარაუდზე, არამედ მტკიცებულებებზე - ათასობით დოკუმენტზე, რომელთა შინაარსით დამტკიცდა, რომ უფლებადამცველებს  უკანონოდ უთვალთვალებენ და უსმენენ. ამიტომ ორგანიზაციის იურისტებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ მტკიცებულებებზე რეაგირებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ორგანიზაცია, იგივე სახის სავარაუდო დანაშაულებზე ასევე იცავს ორი დაზარალებული ჟურნალისტის ინტერესებს ქალაქ ქუთაისში. ყველა ამ საქმის გამოძიებას ორგანიზაციისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს და თუკი ეროვნულ დონეზე გამოძიება არაეფექტური იქნება, ადამიანის უფლებათა ცენტრი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.  

ახალი ამბები