კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაცვლილი პაციენტების ოჯახებს კლინიკა და მისი ყოფილი დირექტორი მორალური ზიანის სახით 150 000 ლარს გადაუხდიან

2 მარტი, 2022
Humanrights.ge

28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე საქმეზე, მხარეებს შორის მორიგებით, გადაწყდა, რომ მოპასუხეები - ფარმან ჯეირანლი და კლინიკა „ვივამედი“ მოსარჩელეებს გადაუხდიან 150 000 (ასორმოცდაათი ათას) ლარს, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლინიკა „ლანცეტში“ (ამჟამად - „ვივამედი“), ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის  შედეგად გარდაცვლილი გიორგი ჩუბინიძისა და კარლო კეკელიძის ოჯახის წევრებს. 

2021 წელს ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

უფრო ადრე, ადამიანის უფლებათა ცენტრის 2016 წლის 22 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება კლინიკა „ლანცეტში“ სავარაუდო დანაშულის ჩადენის ფაქტზე.
 
სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 1 აგვისტოს დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტის (ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტის ნაწილში და სასჯელის სახედ და ზომად მას 6 ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.

სასამართლოს განაჩენამდე, ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადების საფუძველზე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, კლინიკა „ლანცეტს“ ადამიანის ორგანოთა გადანერგვის ოპერაციები აეკრძალა. 

ახალი ამბები