კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანგარიში - 'აქტივიზმი და შეკრების უფლებით სარგებლობა - ქართული პრაქტიკის ანალიზი'

7 მაისი, 2022
Humanrights.ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მოიცავს პროექტის - „იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისთვის“ ფარგლებში 2021 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით წარმოებულ საქმეებსა და მათ ანალიზს.
 
კვლევაში წარმოჩენილი ტენდენციები და მიგნებები დაფუძნებულია პარტნიორი ორგანიზაციების (,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „უფლებები საქართველო“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი“) მიერ 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 31 მარტის პერიოდში გაწეულ სამართლებრივ დახმარებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე.

დოკუმენტი  აფასებს ამ პერიოდში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციებისას საპოლიციო მოქმედებებს, გამოყენებული ძალის პროპორციულობას, უფლებრივ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობას.

დოკუმენტში აგრეთვე შეჯამებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სასამართლო განხილვებისას არსებული ხარვეზები, მოქალაქეთა მიმართ და პოლიციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დღემდე არსებული შედეგები. დოკუმენტი ეყრდნობა შესაბამისი უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციას, საჯარო წყაროებში არსებულ მასალას, აგრეთვე პროექტში მონაწილე ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვლევებს/ანგარიშებს. 

ახალი ამბები