კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონულ სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვა დაავალა

6 აპრილი, 2023
2023 წლის 3 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ალექსი მერებაშვილის კერძო საჩივარი, გააუქმა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ და დაავალა ამავე სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვა.

მცხეთის რაიონული სასამართლო იხილავდა CENN-თან პარტნიორობით „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და ალექსი მერებაშვილის მიერ მომზადებულ სარჩელს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა იმ აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც კერძო პირს საკუთრება დაურეგისტრირდა ტყის ფონდში. რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ალექსი მერებაშვილი არ წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს აღნიშნულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. თუმცა, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და მცხეთის რაიონულ სასამართლოს დაავალა ხელახალა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურში კერძო პირმა დაირეგისტრირა 3000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიეთითა საარქივო ცნობა, სადაც არ იყო განსაზღვრული ან ნაკვეთის ადგილმდებარეობა. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ დადგინდა, თითქოს მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ტყის ფონდში. გამომდინარე იქიდან რომ ტყის მასივის კონტურში, არ მომხდარა მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია, გაჩნდა ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა ტყის ფონდის მიწების დატაცებას.

სამწუხაროდ, 20000-მდე მიწის ნაკვეთია უკვე ამორიცხული ტყის ფონდიდან კერძო მესაკუთრეთა საკუთრებაში რეგისტრაციის გზით, საქმის გარემოებათა დამატებითი კვლევის გარეშე. აღნიშნული პროცესი აზიანებს ტყეს, ამცირებს მის ფართობს და იწვევს ტყით სარგებლობის აკრძალვასა და შეზღუდვას, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულს ადგილას მცხოვრებ პირებს, არამედ ყველა ადამიანს.

ახალი ამბები