კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მელია, კუპრავა და დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

2 ნოემბერი, 2023
გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძესა და ირაკლი კუპრავას 2 000-2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

2023 წლის 2 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნიკა მელიას ზვიად კუპრავას და ჰენრი დოლიძის ადმინისტრაციული საქმის განხილვა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძემ სამივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166_ე და 173_ ე მუხლების პირველი ნაწილით და ჯარიმის სახით 2000-2000 ლარის გადახდა დააკისრა. საქმე ეხებოდა 2023 წლის 22 სექტემბერს გლდანის პირველ მკ.რ.ში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ - ირაკლი ეძგვერაძე და მის მეგობრებს, თავს დაესხა პირთა ჯგუფი და მიაყენა მძიმე ფიზიკური შეურაცყოფა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი დაპირისპირება მოუვიდათ იქ მყოფ პოლიტიკოსებთან, რომლებიც დანაშაულის მყისიერ გამოძიებას და დამნაშავეთა დაკავებას მოითხოვდნენ.

შსს წარმომადგენლების მიერ შედგენილ სამართალდარღვევათა ოქმში აღნიშნულია, რომ სამივე სამართალდამრღვევი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხელს უშლიდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და არ ემორჩილებოდა კანონიერ მოთხოვნებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს, სასამართლო მონიტორინგის პროექტის ფარგლებში აკვირდება.

ახალი ამბები